იმ დღეს მეგობრებთან ერთად ვარ სტადიონზე რა...ვსხედვართ, ვსაუბრობთ... იქვე ახლოს ჩვენი ტოლი ბიჭია, ის თავის მეგობრებს ელაპარაკება და ბურთს კენწლის.
უცებ მამამისი გადმოდგა მეორე სართულიდან და ეძახის - "რიკარდო, ამოდი, პროფილი იწყება!"
მინიმუმ ნახევარი საათი გაუჩერებლად ვიცინეთ. იქ უნდა ყოფილიყავით თემაა. დღეში მინიმუმ 3-ჯერ მაინც მახსენდება და სიცილში ვიხევი.
თან ხო აზრზე ხართ, ბებო ყოფილიყო კიდე ხო... დრო რომ მკვდარზე მეტი აქვთ და მთელი დღე რომ ტელევიზორთან სხედან...მოდი, შვილო, პროფილს ვუყურეთ ერთად...ნუ ბაზარი არაა...
მარა აი როგორი კაცი იყო იცით მამამისი? კიბატონოში რო ნიკა "ძია კაცის" პაროდიას აკეთებდა.
ჯერ რა რიკარდო.

მერე რა ამოდი პროფილს ვუყუროთ.
ამოდი, ჭამე და ჩადი ბაზარი არაა. მარა ეს ახალია რამე?
მარა მხოლოდ ეს არ ყოფილა ყველაფერი.
მერე დედამისმა დაუძახა. ამოდი რიკარდო, დასაბანი ხარო.
ბავშვობას უმახინჯებენ ტიპები.

ცვეტში შერცხვა ბავშვს.