......"ავისმომასწავებელი" სიმშვიდე ნოშრევანის კლინიკაში...კვაკერი ფსიქიატრი მკაცრად და გულდასმით მოუწოდებს თავის ასისტენტებს მზადყოფნისკენ.... ბროწეულის ოყნები, აბბი გლუკოზა, მოსალოდნელია შოკი!....
.......მართლაც გაფრინდნენ, შერეკილებმა ცას შეხედეს, მიწაზე დარჩნენ პაწაწკინტელა ღირსშესანიშნავი მოფუსფუსენი შოკში და რა თქმა უნდა ბროწეულის ოყნებით ....
....ვუძღვნი პსიხოს!
..................................................................................................
"ნურასოდეს გაიხდი ადამიანს მოცემულობად" ...
...................................................................................................
ჩაატარეს ასეთი ჯგუფური ექსპერიმენტი: ერთ დიდ სპეციალურად მოწყობილ აუდიტორიაში, საკმაოდ ხანგრძლივი დროით, შეჰყარეს ერთად 300-დე ადამიანი, რომელთაც ამ დროის განმავლობაში ერთმანეთისთვის, უნდა დაესვათ და ეპასუხად მხოლოდ ერთ მარტივ კითხვაზე - "რა გინდა შენ".?! საკმაოდ მალე გამოიკვეთა, რომ ადამიანთა ის ჯგუფები და წყვილები, ქალები და კაცები, რომლებიც უზრუნველყოფილ სოციალურ ფენებს ეკუთვნოდნენ, საკმაოდ ემოციურად რეაგირებდნენ ამ თითქოს ძაან უბრალო და უწყინარ კითხვაზე.....რაც მიუთითებდა, რომ ბევრი მათგანი, მიუხედავად თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, სულის სიღრმემდე იყვნენ შეძრული ძირეული ცხოვრებისეული პრობლემებით "მინდა რომ მას ვუყვარდე, ..., მინდა რომ დამიბრუნდეს,...მინდა განვიცადო ისევ ის ბავშვობა...მინდა ჩემ ცხოვრებას აზრი ჰქონდეს....მინდა ისევ ახალგაზრდა ვიყო"...და ა.შ. ....ხშირად რამდენი მწუხარება, შფოთი და ტკივილი იმალება სიტყვებში - "მე მინდა..."!..ეს არის ყოფიერების ტკივილი, ანუ ტკივილი ყოფიერებისგან. ეს იქნება ჯგუფური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, ჩვეულებრივი განმარტოვებისას გაკეთებული ინტროსპექცია, თუ უშუალოდ ჩვენს თვალწინ მომხდარი ცხოვრებისეული ტრაგიზმები, თითქმის ყოველივე ხშირად მწარედ გვაგონებს და გვიმტკიცებს იმას, რომ ადამიანის ზუსტად ყველაზე სანუკვარ ოცნებებს ახდენა არასოდეს არ უწერიათ....."დაიბრუნო ახალგაზრდობა",...."დაიბრუნო დაკარგული ძვირფასი ადამიანი",...."აჯობო სიკვდილს"....და ა.შ.
........რა ხდება როცა ეს აუხდენელი - "მე მინდა" ხდება ადამიანის ქვეცნობიერი აკვიატება და მისი ცხოვრების ერთპიროვნული მმართველი?!
მართალია ყველაზე ხშირად ფსიქოლოგს მიმართავენ პაციენტები ისეთი ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრებისეული პრობლემებით, როგორიცაა: მარტოობის განცდა, საკუთრი არასრულფასოვნების დამთრგუნველი შეგრძნება, თავის ტკივილი, სექსუალური დისკომფორტი, ოჯახური უკმაყოფილება, წონის სიჭარბე, ნარკოტიკზე დამოკიდებულება და ა.შ, ძალზე ხშირად ასეთ შემთვევებში, აისბერგის წყალქვეშა ნაწილს მივყავართ "ყოფიერების ტკივილის" ფუნდამენტალურ პრობლემასთან და არა ისეთ მიზეზებთან, რაც ტრადიციული ფსიქოანალიზის ენაზე გაპირობებულია სექსუალური თუ სხვა ინსტიქტური ლტოლვების დათრგუნვით თუ ბავშვობაში გადატანილი სტრესებით...
... ეგზისტენცანალიზის ენაზე, "ყოფიერების ტკივილი" შეიძლება გავიგოთ, როგორც არაცნობიერი თუ ცნობიერი პანიკური მდგომარეობა, რომელიც ადამიანებს უჩნდებათ ცხოვრების ულმობელ მოცემულობებთან შეხებაში, რომელთა ინდივიდუალური გადაუჭრელობა, ხშირად, სხვადასხვა ტიპის ფობიებიდან დაწყებული, მათი სულის სიღრმეში იწვევს უიმედობის, საკუთარი არარაობის თუ მძიმე სასოწარკვეთილობის ქრონიკულ განდას.
......როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ფსიქოტერაპევტი ირვინ იალომი ამბობს,
ეგზისტენსთერაპიის პრაქტიკაში მნიშვნელობა ენიჭება "ყოფიერების მოცემულობათა" 4 ძირითად პუნქტს:
1. ჩვენი და ჩვენთვის საყვარელიადამიანების სიკვდილის გარდაუვალობა.
2.თავისუფლება, როგორც პასუხისმგებლობა
3.ჩვენი ეგზისტენციალური სიმარტოვე - ვკვდებით ყოველთვის მარტო.
4. ცხოვრების თავისთავად ცხადი და მოცემული საზრისის არარსებობა ... ცხოვრეების ლოღიკის ფუნდამენტალური აბსურდულობა.
...როგორ განიცდება ადამიანის მიერ ეს 4 ფუნდამენტალური მოცემულობა ცნობიერის და არაცნობიერის ენაზე, რას ნიშნავს იქონიო რეალური და ფხიზელი დამოკიდებულება ამ მოცემულობებთან, სადამდე მივყავართ თავისუფლებაში პასუხისმგებლობის უგულვებელყოფას და რა ხდება, როცა რეალობას ვანაცვლებთ იდეალით, როცა იდეალისგან ვითხოვთ რეალურს და რეალურისგან იდეალურს....რა ხდება როცა "ჰოპ"-ს ვიძახით და მერე არ ვხტებით....... უმრავლესობა ხომ ვცხოვრობთ საკმაოდ კომფორტულად იმ გაგებით რომ, ვიცით რა არის სიკვდილი და თან ხშირად ვიშველიებთ ვუდი ალენის სიტყვებს.." მე არ მეშინია სიკვდილის, უბრალოდ არ მინდა იქ ყოფნა მაშინ, როცა იგი გამოჩნდება..."
ამ ყველაფერზე და ბევრ სხვა საკითხზე მოგვითხრობს ზუსტად ირვინ იალომის წიგნი - "სიყვარულის ჯალათი"(Love's Executioner)
http://www.powells.com/biblio?isbn=9780060958343.....................გაგრძელება იქნება გამოხმაურების მიხედვით!
ეპილოგი:
... ხშირად ისმის - რატომ და როგორ ხდება ადამიანის გაუცხოება იმ ღირებულებებისგან, რამაც ის თავის დროზე ადამიანად აქცია?! ....რად უჯდება ეს ადამიანს, როგორ ამოვყვინთოთ სილიკონის აზრების ალქიმიიდან ცოცხალი სიმბოლოებისკენ.... იდეოლოგიური ინდუსტრია - სიცოცხლის კორექცია ცოცხალის გარეშე, ცხოვრების კორექცია ადამიანის გარეშე.... უსაფრთხოების საიდენტიფიკაციო ჩიპი!
.......ჰო და ერთხელ, როცა, ის უცდიდა,.... და უსმენდა სიჩუმეს, ზურგიდან ჩუმი ნაბიჯების ხმა შემოესმა, ის მოვიდა და დაჯდა ისე, რომ არ დაუნახავს, მხოლოდ მისი სუნთქვა იგრძნო, ყოფიერებას სციოდა, მაგრამ იმათ თბილოდათ ნაძვების ქვეშ!
...და ვოპშემც, გადავწყვიტე მუზ. არანჟირებაც მივცე ამ პოსტს, რამე თუ ეს Goldfrapp-ი მღერის ზუსტად ყოფიერების კივილს...