
აქციის ლინკი:
https://www.facebook.com/events/395268417561557/1 წელი აქციიდან - "გაბედე დეკრიმინალიზაცია",
6 თვე ბირჟა მაფიის მხარდასაჭერი აქციიდან,
ნულოვანი ტოლერანტობის პრაქტიკები ადამიანებს მსხვერპლად იწირავს!
კანონპროექტი პარლამენტშია!
დროა, ბრძოლა ლოგიკური შედეგით დასრულდეს,
დროა, ხალხის მოთხოვნა საბოლოოდ დაკანონდეს,
რადგან სისტემა ვალშია ჩვენთან დაუმსახურებელი ჩაგვრისთვის!
ჩვენ არ დავუშვებთ ფასადურ ცვლილებებს,
აღარ დავუშვებთ, გვდევნიდნენ და გვართმევდნენ მომავალს,
გვძარცვავდნენ და ჩვენივე თანხებს ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებდნენ,
გვაიძულებდნენ დასმენას და გვართმევდნენ ნდობასა და ურთიერთობებს.
აღარ დავუშვებთ, რომ პოლიციური ტერორით გვიკლავდნენ თანამოქალაქეებს.
სახელმწიფო ვალშია ჩვენთან!
და კანონპროექტის უცვლელად მიღება
არა ხელისუფალის კეთილი ნება, არამედ ვალდებულებაა.
გავიდეთ გარეთ!
დროა, პატიმრები ახალ წელს ოჯახში შეხვდენენ.
დროა, უმიზეზოდ აღარავის იჭერდნენ.
დროა, მივიღოთ ცვლილება და კუთვნილი თავისუფლება.
ხმაურის დროა, გამარჯვებისთვის!- მსვლელობა დაიწყება მარჯანიშვილის მოედნიდან, აქცია გაიმართება რესპუბლიკის მოედანზე.
-----------------
"ბოლო სამი წლის განმავლობაში არცერთი ნარკომომხმარებელი არ წასულა ციხეში" - საქართველოს პარლამენტის წევრი
Giga Bukiaეთანხმებით გიგა ბუკიას მოსაზრებას?
თუ არ ეთანხმებით შემოგვიერთით, 10 დეკემბერს კანონპროექტის დასაცავად - ხმაური გამარჯვებისთვის!
This post has been edited by Dface on 22 Nov 2017, 21:54
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//