#51748168 · 29 Nov 2017, 11:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაქვს ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი ტრენინგ-ცენტრი ქალაქის ცენტრალურ ადგილას.
ვიყენებ მხოლოდ ჩემი საქმიანობისთვის დღეში 1 საათით, დანარჩენ პერიოდში ცენტრი არის უფუნქციო.
ვფიქრობ რომ გავაკეთო სრულყოფილი ტრენინგ-ცენტრი , ოღონდ განსხვავებული ბიზნეს მოდელით.
არ მინდა ტრენერების დაქირავება, მინდა ცენტრი იყოს პლატფორმა თავისი საქმის პროფესიონალებისთვის, სადაც შეძლებენ ტრენინგის ჩატარებას.
საფასო პოლიტიკას და სხვა მის საქმიანობის საკითხებშიც რა თქმა უნდა არის დამოუკიდებელი.
პლატფორმასთან მისი კავშირი იქნება მხოლოდ ფინანსურ საკითხებში, ანუ იხდის გადასახადს რომელზედაც ინდივიდულაურად შევთანხმდებით
1. საათობრივი ანაზღაურება ან
2. პროცენტი შემოსავლიდან
პლატფორმა თავის თავზე ღებულობს რა თქმა უნდა ფართს თავისი აღჭურვილობით და რეკლამა-გაპიარებას.
სასურველია სპეციალისტები შემდეგი სფეროებიდან
კომპიუტერები და იტ უცხო ენები ბუღალტერია ავტომართვის კურსი მენეჯმენტი სხვა საინტერესო სფერო
ეს ბიზნეს მოდელი იმიტომ ავირჩიე რომ შევძლო მხოლოდ პროფესიონალი კადრების მოზიდვა-გადმობირება , ვისაც სურს თავისი საქმიანობა დამოუკიდებლად წარმართოს. ასე რომ მხოლოდ მაღალი კლასის პროფესიონალებთან ვითანამშრომლებ.
პირველი თვე იქნება უფასო, რომ შესაძლებლობა გქონდეთ გამოცადოთ ახალი შესაძლებლობა.
This post has been edited by zuziko on 29 Nov 2017, 11:12
--------------------
რატომ ეძახიან ამ ქვეყანაში დებილებს ჭკვიანს და ტყუილს სიმართლეს? © Internet_Contraband
|