#52409055 · 24 Mar 2018, 11:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში ყველას უყვარს კონტროლიორობა, საქმის კეთება არავის... იოლი საქმეა, მუდამ მართალი ხარ, პასუხისმგებლობა ნული და იმიტომ. ამ დროს უტვინო კონტროლიორზე და რეგულირებაზე საშინელი არაფერია, განსაკუთრებით თუ არაფერზე პასუხს არ აგებ... ამიტომ კონტროლში ფულის კეთების მსურველებს, დავჭიპოთ, დავხვრიტოთ და მოვსპოთ მოყვარულებს გეძღვნებათ ეს თემა... ეხა ნამდვილი ამბავი: პარიზის დეგოლის აეროპორტში აფრენისას კონკორდს ცეცხლი გაუჩნდა და კერძო სასტუმროს დაეცა... 109 ადამიანი თვითმფრინავში დაიღუპა, ოთხიც მიწაზე... გამოძიებამ აჩვენა, რო კონკორდის წინ აფრენილ თვითმფრინავს (DC-10) ტიტანის ფირფიტა გასძვრა, კონკორდმა იმ ფირფიტას გადაუარა, გაუსკდა საბურავი, რეზინის ნამსხვრევი საწვავის ბაკს მოხვდა, ბაკი გასკდა, აალდა და მერე რაც მოხდა უკვე დავწერე... ქელეხის და პანაშვიდის ხარჯები არ გამოქვეყნებულა... ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა აფრენა-დაფრენისას გამძვრალმა დეტალებმა საბურავები დაუხეთქა შემდეგ თვითმფრინავს და ტრაგიკულ შემთხვევამდე მიგვიყვანა... მიუხედავად ამისა ყოველი აფრენა-დაფრენის შემდეგ ასაფრენი ზოლის დათვალიერება არ ხდება - მხოლოდ რამდენიმესაათიანი პროფილაქტიკური შესვენებისას... რისკი იყო და რჩება, დაღუპულებიც არიან (თან ბევრი!), მაგრამ ყოველი აფრენის შემდეგ რანვეის არავინ ამოწმებს, ამიტომ დაღუპულები კიდევ იქნებიან და ეს ყველამ იცის, ვისაც ეხება... მეორე მხრივ, ეს რეგულირება რო შემოიღონ, აეროპორტების გამტარუნარიანობა 3-ჯერ შემცირდება ეს მინიმუმ. მგზავრობა რამდენად გაძვირდება ეს არავის დაუთვლია.. თუმცა მომავალში სიცოცხლეები გადარჩება, თან არა მარტო გამძვრალი დეტალებით პაკრიშკის დაზიანების საფრთხე შემცირდება, არამედ მომდევნო თვითმფრინავი წინას მიერ შექმნილ ტურბულენტობაში ვეღარანაირად ვეღარ მოხვდება. ახლა მცირე შანსი მაინც არის - აფრენებს შორის 3 წთ-ია მინიმალური ინტერვალი ან 8 კმ. ცუდ ამინდში არის მცირე შანსი რო წინა თვითმფრინავის შექმნილმა ტურბულენტობამ მომდევნო ჩამოაგდოს ან დააზიანოს... ოხ ეს საზიზღარი ავიაბიზნესმენები, დავუწესოთ დამატებითი რეგულირება-კონტროლი. წავართვათ ბიზნესი, დავაყაჩაღოთ და შემდეგს თითო სულზე სამი პატრული კონტროლი დავუწესოთ... ეხა სხვა თემა რატო ხდება რო მარტო ხორცის მიკვლევადობაა დაკანონებული, კვერცხით მოწამვლა კიდევ უფრო ხშირია - მოვითხოვ ყველა დედალს პასპორტი მივცეთ და რომელი კვერცხი რომელი დედლის კურტუმოდან გამოძვრა, აღინიშნოს. აგრეთვე ვის რა ტემპერატურაზე ჰქონდა შენახული კვერცხის პასპორტში ჩაიწეროს და მყიდველს მიეწოდოს (მწარმოებელი, დისტრიბუტორი, გამყიდველი) და მყიდველმაც დაინიშნოს რამდენი დღე შაინახა მაცივარში რა ტემპერატურაზე გადასანსვლამდე... კიდევა მაქვს რამდენიმე რეგულირების იდეა, თემის გაგრძელებასთან ერთად მოგაწოდებთ...
This post has been edited by makvala on 24 Mar 2018, 11:14
--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო, ვაქცინისტებო D ვიტამინს არ გაეკაროთ! ზოგადად ფიზიოლოგია გოგოებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ, ქალი გაცილებით ფიზიოლოგიური არსებაა ვიდრე მამაკაცი (C) tengo9786
|