მეც მაქვს ჩემი ფასიანი ძველი ნომერი და როცა გავყიდი მანქანას შემიძლია შევინახო და ახალ მანქანას როცა ვიყიდი ისევ ავიღო და დავაყენო ჩემს სახელზე გაფორმებულ მანქანაზე ჩემი ნომერი. ანუ იმ ,,ერთს'' შენახული ჰქონდა თავისი ძველი ნომერი და ის ,,აიღო''. მაგრამ შენ სხვის ძველ ნომერს შენს სახელზე ვერ გაიფორმებ! ვერ გამიგე? ან მანქანა უნდა გაუფორმო ნომრის მფლობელს

ეგ კი არა, ძველი ნომერი რომ დამიზიანდეს, ახლიდან აღარ დამიბეჭდავენ, იძულებული გავხდები ახალი ფორმატის ნომერი ავიღო.
ასე რომ, შეგიძლია აღარ იოცნებო ამ თემაზე

შეეგუე ახალ ფორმატს

თუ მაინც არ გჯერა, შეგიძლია დარეკო მომსახურების სააგენტოში და დაგიდასტურებენ რასაც გეუბნები: ტ: 2 41 91 91