აი ეკონომიკის ექსპერტი ნამდვილად ვერა ვარ.
გვიარამია კი არავარ, ყველა სფეროში ექსპერტობა დავიბრალო
და ქვედატუჩგადაწელილმა და ნახევრადთვალებგახელილმა კრიტიკული აზრები ვისროლო.
უბრალოდ მსურს მოგახსენოთ ჩემი აზრი და დაგისვათ კითხვა.
მთელი ჩვენი ქვეყანა იქცა ჩარჩ-ვაჭრად. ადგილობრივი წარმოება მინიმუმამდეა დაყვანილი.
იმპორტირებული საქონლის ოდენობა უკვე იქამდე მივიდა რომ სავარაუდოდ ვეღარ საღდება.
ვეღარ საღდება ის კრედიტებიც რომლებიც ფინანსურ ორგანიზაციებს აქვთ.
შედეგად მივიღეთ საშინლად აგრესიული მარკეტინგი.
რეკლამამ წალეკა ჩვენი ყოველდღიურობა. მაცივარი რომ გამოაღო იქაც რეკლამაა.
ტუალეტის კარი რო გააღო იქაც რეკლამას დაგახვედრებენ.
ეგ არაფერი. ახლა უკვე პირად სივრცეშიც იჭრებიან.
რის მესიჯს აღარ მიიღებთ. კი დავბლოკე მარა მაინც მოდის.
აი ბოლო ორ დღეში რა რეკლამები მივიღე:SWOOP: ვითომ ფასდაკლებები და შავი პარასკევი
TBC: რატომღაც დამიმტკიცდა 1500 ლარიანი სესხი
AMBOLI: გინდა თუ არა საბურავები იყიდეო
LENDO: სესხი აიღეო
B4B CLUB: გაურკვეველი შეთავაზება
FREE UNI: ფასიანი ტრეინინგები
CREDIA.GE: სესხი
METIFULI: სესხი
ახლა სატელეფონო ზარები:მირეკავენ წიგნის მაღაზიებიდან გინდათუარა იყიდეთო
დღესაც მირეკავს ერთი ხელმაწერი წიგნები გვაქვს და თქვენ გაიმარჯვეთ და მოიგეთ ფასდაკლებაო.
მეთქი

-თქო ოღონდ პაკათქო. გინდათუარა რელიგიური წიგნები უნდა იყიდოო. მეთქი არ მინდა არაარელიგირუი მაინც იყიდეო.
მატერიალური სახით: ორი ფლაერი მომცეს დღეს ტექნიკის მაღაზიის.
წავილეკეთ ასევე ვითომ სეილებით, რეალური სეილების სისტემა არ არსებობს საქართელოში. ჩაწოლილ საქონელსაც კი არ ყიდის ქართველი ჩარჩ-ვაჭარი 300% იანი მოგების გარეშე.
მეჩვენება რომ ეს რაღაც სერიოზული კრიზისის მაუწყებელია.
ასე მომისმენია კაპიტალისტურ ქვეყნებში მდიდრების ხელთ არსებული მატერიალური "დოვლათი" (საბჭოელებს უყვარდათ ეს სიტყვა) იმდენად არაადექვატურ პროპორციაშია ღარიბების რესურსებთან რომ
ისინი საკუთარ პროდუქციასაც კი ვეღარ ასაღებენ ხოლმეო, რაც ისევ მათ ღუპავს .
ერთი რამ ვიცი, ბიზნესის დაწყებისაგან ნამდვილად თავს შევიკავებდი ამ პერიოდში.
გვითხარით თქვენი ხედვა....
პ.ს. სათაურში კრედიტების უნდა ეწეროს, ტექნიკური შეცდომაა.
This post has been edited by pekineli on 21 Nov 2017, 19:07