თათარსტანმა ცენტრს, მაშასადამე, მოსკოვისგან თათარსტანის ავტონომიის სკოლებში მშობლიური ენის შესწავლა მოითხოვა, თუმცა ცივი უარი სტკიცეს.
კრემლიდან ბრძანეს, რომ მათი პოზიცია ნაციონალურ სკოლებთან მიმართებაში ურყევია: მშობლიური ენები მხოლოდ ნებაყოფლობით ისწავლება და თათარსტანისთვის ვერანაირ გამონაკლისს ვერ დაუშვებენ (მეტიც – არც ხათრი გვაქვსო!)!
აქვე შეგახსენებთ, რომ თათარსტანის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი 67 836 კვადრატული კილომეტრია (ანუ საქართველოს სიდიდისაა ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით), ხოლო მისი მოსახლეობა, ბოლო მონაცემით, 4 მილიონამდეა (მათგან საკუთრივ თათრები მოსახლეობის 48,7 პროცენტს შეადგენენ, რუსები კი – 43,1-ს).
არარუსი ექსპერტები შენიშნავენ, რომ ეს შოკია ნაციონალური რესპუბლიკებისთვის და ამგვარ პასუხს ნაციონალური ინტელიგენცია აღიქვამს, როგორც მათი, მშობლიური ენების დაკნინებას (რა უცნაურია, რომ აქამდე სხვანაირად აღიქვამდნენ?!) და ისინივე (ანუ არარუსი ექსპერტები) წინასწარმეტყველებენ ფედერალური ცენტრის, ანუ კრემლისგან ნაციონალური ავტონომიების გაუცხოებას, საპროტესტო განწყობების ზრდის პარალელურად.
This post has been edited by ronald_wesley on 29 Nov 2017, 00:23
მიმაგრებული სურათი