4 წელიწადში ენერგეტიკაში უცხოური კაპიტალდაბანდება 60%-ით შემცირდა
access_time2017-11-30 13:00:37
ენეგეტიკის სფეროსადმი ინევესტორებს ინტერესი სულ უფრო უქრებათ. მართალია, მთავრობას ამის აღიარება უჭირს, მაგრამ სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა არ შემცირებულა, რასაც არავინ იზიარებს. ისინი აცხადებენ, რომ ენერგოსექტორი უცხოური კაპიტალის კლებას განიცდის. გამუდმებული პროტესტისა თუ სხვა მიზეზის გამო, საქართველოს ენერგეტიკის მიმართ ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს.
საქსტატის ინფორმაციით, ენერგოსექტორში 2017 წლის ორ კვარტალში შემოვიდა სულ 26 მლნ დოლარის ინვესტიცია, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 75 მლნ დოლარს შეადგენდა. დაახლოებით ამდენივე იყო ინვესტიციები 2015 წლის პირველ ორ კვარტალში (65 მლნ დოლარი), ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი სულაც 101 მლნ დოლარს შეადგენდა.
წლიურ ჭრილში თუ მიმოვიხილავთ, ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება 2013 წლიდან ფიქსირდება. აღნიშნულ პერიოდში სექტორში 244 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. მას შემდეგ კი პერმანენტული კლებაა და უკვე 2016 წელს 117 მლნ დოლარამდე ჩამოვიდა. მიმდინარე ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, წელს ენერგეტიკაში საინვესტიციო მაჩვენებელი 100 მლნ დოლარს საკმაოდ ჩამოსცდება.
http://commersant.ge/?view=post&id=135393&lang_id=ge