#51745585 · 28 Nov 2017, 20:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
22 ათასამდე ქართველი და უკრაინელი ისრაელში ინტერნეტ-თაღლითობის შედეგად მოხვდა. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი წერს.
გამოცემა ახალ ანგარიშზე წერს, რომელიც ისრაელში ტრეფიკინგისა და თაღლითობის გზით მოხვედრილ ადამიანთა სტატისტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებს შეეხება. ანგარიში მომზადებულია აფრიკელთა ადვოკატირების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელიც აფრიკის კონტიტენტის მცხოვრებლებს ისრაელში ბინადრობის უფლების მოპოვებაში ეხმარება.
ორგანიზაციის წარმომადგენელი სიგალ როზენი ამბობს, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქართველებსა და უკრაინელებს დიდი საფასურის სანაცვლოდ, ისრაელის საზღვარზე გადასვლასა და ქვეყანაში უსაფრთხო გადაადგილებაში ეხმარებიან.
"ისინი (ქართველები და უკრაინელები) ინტერნეტში თავიანთ ენაზე ნახულობენ კომპანიების მიერ განთავსებულ ინფორმაციას, რომელიც, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მათ ისრაელში სამუშაოს ჰპირდება", - ამბობს სიგალ როზენი.
გამოცემა წერს, რომ 2016 წლის მარტში ისრაელში შესვლაზე უარი უთხრეს უკრაინის 5700-მდე და საქართველოს 3500-მდე მოქალაქეს - ისინი იძულებულები იყვნენ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებულიყვნენ. ამასთან, კომპანიებმა, რომლებიც მათ ვიზების მიღებაში დაეხმარა, თანხა უკან არ დაუბრუნებია.
მაისში გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, ისრაელში საქართველოდან 18437 ადამიანი შევიდა, უკან კი 14327 დაბრუნდა. საზღვარის გადაკვეთაზე უარი ეთქვა 3974 ადამიანს, 304-ს კი დეპორტი შეეხო. * * * | QUOTE | | ისინი იძულებულები იყვნენ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებულიყვნენ. ამასთან, კომპანიებმა, რომლებიც მათ ვიზების მიღებაში დაეხმარა, თანხა უკან არ დაუბრუნებია. |
რამდენი ადამიანი დარჩა მოტყუებული რამდენი საიტებია ასეთი , იქნებ ვიპოვოთ ვინები არიან !
|