მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე მაგარ გერმანულ ავტომწარმოებელს რომ აქ ფანკლუბი არ ყავს სირცხილია, ხოდა მოდით Porsche –ს ფანებმა, მოყვარულებმა თუ პატრონებმა (არიან ასეთები ფორუმზე) ვისაუბროთ ამ თემაში, გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება Porsche–ს მოდელების შესახებ, გავარჩიოთ ისტორია და განვიხილოთ სიახლეები. თან ამ ბოლო დროს ჩვენ ქვეყანაში შედარებით მომრავლდა სხვადასხვა მოდელები, ძირითადად 944, Carrera, Boxter და Cayenne
მოკლე ისტორია პირველ რიგში, რა თქმა უნდა დაკავშირებულია მის დამაარსებელთან – ავტო დიზაინერ და ავტოქარხნის მფლობელ ავსტრიელ Ferdinand Anton Ernst Porsche–სთან და "Ferry" მამასთან – Ferdinand Porsche უფროსთან, რომელმაც შვილს ბავშვობის ასაკშივე მიაღებინა ტექნიკური განათლება. 1931 წელს, შტუტგარტში მამა–შვილმა საავტომობილო დიზაინის ბიურო გახსნეს. მალევე ისინი ნაცისტური გერმანიის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებებს ასრულებდნენ (Tiger-ის ტიპის ტანკების პროექტი). Volkswagen–ის ყველაზე ცნობილი და წარმატებული „ხოჭო“ სწორედ უფროსი ფერდინანდის პროექტია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უფროსი პორშე საფრანგეთში ომის დამნაშავედ ცნეს. მისმა შვილმა კი კომპანიის საქმეები გადაიბარა...
Ferry Porsche - უმცროსი ფერდინანდი

1948 წელს, Porsche 356 - მეორე მოდელი და პირველი სერიული ავტომობილი გამოვიდა. იგი Volkswagen Beetle-ის ძრავიტ და ტრანსმისიით იყო თავიდან აღჭურვილი, თუმცა შემდეგ ევოლოცია განიცადა და პორშეს ორიგინალი ნაწილებით იწყობოდა. კომპანიის ლოგოს შუაში გამოსახული იყო შტუტგარტის ჰერალდიკა.

1963 წელს, ავტოსპორტში მოპოვებული წარმატების შემდეგ, გამოშვებულ იქნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ყველაზე დიდხანს წარმოებაში მყოფი (Chevrolet Corvette-თან და Nissan Skyline-თან ერთად) და ყველა დროის ყველაზე საუკეთესო Sportcar-ი - Porsche 911
["Neunelfer / Nine-eleven"].

პორშეს წარმატება ავტოსპორტიდან და სპორტული ავტომობილების წარმოებიდან დაიწყო - და დღესაც ამით გრძელდება. დაწყებული Nurburgring-ის რეკორდის მოხსნიდან Steffan Bellof-ის 956 მოდელის მიერ, დამთავრებული Targa Florio-ს, Daytona-ს და Le Mans-ის სერიებიდან. 5 დეკადის მანძილზე 911-ის ტექნიკური მონაცემები, ხარისხი და სიმძლავრე არ ინდობდა სხვადასხვა ავტომწარმოებლებს - დღემდე პორშეს "ანგარიშზე"
ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობებიდან 28,000 გამარჯვებაა.
დღეისათვის კომპანიის წლიური გაყიდვები 7 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს, 2006 წელს The Luxury Institute-ის გამოკვლევით პორშე აღიარებულ იქნა როგორც ყველაზე პრესტიჟულ ბრენდად, J.D. Power and Associates-მა კი ხარისხის უმაღლესი დონე მიანიჭა. პორშეს ექსკლუზიური სა-Tuning-ო ატელიების სიაში არიან: Ruf, Gemballa, 9ff... ასევე სხვები, მათი უმეტესობა 'ახალგამოჩეკილი': Edo Competition, Sportec, Speedart, Techart, Hamann, Awe, Cargraphic, FarnbackerLoles, Fvd, Haus Of Peroformance, Jz Machtech, Krage Tuning, Manthey Motors, Ninemeister, Parr, Rinspeed, RSS Performance, Strosek, Welmeister.
* * *
"Neunelfer/Nine-eleven"
Porsche 911 ევოლუცია
911 classic
1963-1989
ლეგენდარული 911 სამყაროს 1963 წლის შემოდგომას მოევლინა, თუმცა პროექტზე მუშაობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო და რამდენიმე წელი განვითარებას განიცდიდა. იდეა და მიზნობრიობა ერთი იყო – შექმნილიყო სპორტული ავტომობილი, რომელიც პორშესთვის სახელის და წარმატების გარანტი იქნებოდა არა მხოლოდ ავტოსპორტში ათწლეულების მანძილზე... მოლოდინმა გაამართლა, ძირითადი კონცეპტი და ბაზა კი დღემდე უცვლელი დარჩა.
1999 წელს საერთაშორისო გამოკითხვით Ford Model T–სთან, Mini–სთან, Citroën DS–თან და Volkswagen Beetle –თან ერთად 911–ი საუკუნის ავტომანქანად დასახელდა.
პირველი „პროექტი 901“ (მოგვიანებით უკვე 911) 356 მოდელის მსგავსად იყო უკანაძრავიანი, ასევე „ბოქსერის“ ტიპის ოპოზიტური ძრავი, განსხვავება იყო ცილინდრების რაოდენობაში – საჰაერო გაგრილების სიტემით (ასე გაგრძელდა 996 მოდელამდე) აღჭურვილი 1.6 ლ მოცულობის Flat–6 130 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ავტომობილის უკანა დასაჯდომი ადგილი საკმაოდ პატარა მოცულობის იყო და ამიტომაც 2+2 სისტემას უფრო უწოდებდნენ ვიდრე 4 ადგილიანს.

ცოტა მოგვიანებით, 911S და Targa ვერსიები იქნა წარმოდგენილი და სიმძლავრე 160 ცხენის ძალამდე გაიზარდა. პირველი თაობის 911–ების ბოლო ვერსიებს ძრავის მოცულობა 2.2 ამდე გაეზარდათ. 911–ები აღჭურვილები იყვნენ 4 და 5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფებით.
911–ის კოლექციონერთათვის ყველაზე ძვირფასი Carrera RS–ი 1973 წელს იქნა წარდგენილი, მისი ძრავის მოცულობა 2,7 და 3,0 ლიტრს აღწევდა, გამომუშავებული სიმძლავრე კი 210 და 230 HP-ს. სახელი კარერა 356 მოდელიდან მოდის, რომელმაც მექსიკოს Carrera Panamericana–ს რბოლებში არაერთი გამარჯვება მოიპოვა.
930
1974 წელს, 911–მა მოდერნიზაცია გაიარა – შეიცვალა ე.წ. „აბვესი“და ბევრი ტექნიკური დეტალი. 1975 წელს კი სერიულ წარმოებაში ჩაეშვა პირველი 911, რომელიც აღჭურვილი იყო ტურბინით, მან სახელწოდება 930 მიიღო. ამ პერიოდიდან იწყება პორშეს ტურბო მონსტრების ეპოქა, სადაც ატმოსფერულ ვარიანტებთან ერთად – მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული მოდელები გამოდიოდა.
ძირითადად 930–ის 2 ვერსია გამოდიოდა: ტრადიციულად ოპოზიტური 6 ცილინდრიანი 3.0 ლ მოცულობის (260 ცხ.ძ) და 3.3 ლ მოცულობის (300 ცხ.ძ.) – მეორე მოდელში მნიშვნელოვნად იყო გამოსწორებული ტურბო ლაგის პრობლემა. ტურბო 930–ის დიდ მაბრუნებელ მომენტს ვერ უმკლავდებოდა 5 სიჩქარიანი კოლოფი და ისინი 4 სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით იყვნენ აღჭურვილები (მხოლოდ ბოლო წელს გამოვიდა 5 სიჩქარიანით), გადაცემები გრძელი იყო – მესამე სიჩქარე 200 კმ/სთ–ზე მეტს ანვითარებდა, მაგრამ კოლოფი კალენვალიდან წამოსულ მაბრუნებელ მომენტს უმკლავდევოდა...

930–ები დიდი პრემიუმით იყიდებოდა სტანდარტულ მოდელებთან შედარებით, თუმცა მაღალი სოციალური ფენები სიამოვნებით იხდიდდნენ ფულს იმ დროისათვის ერთ–ერთ ყველაზე უფრო დიდი აჩქარების მქონე, სწრაფ და მანევრირებად ავტომობილში

სარბოლო ვერსიას 934 ერქვა და ის ლემანის სხვადასხვა სერიებში მონაწილეობდა მისი ერთ–ერთი მთავარი კონკურენტის – BMW 3.0 CSL 'Batmobile'–ის წინააღმდეგ..
ლემანი, 1976 წელი, Porsche 934
911 CS დეფორსირებული 3.0 მოცულობის ატმო ძრავით აღჭურვილი ამ მოდელის სიმძლავრე მხოლოდ 180 HP-ს შეადგენდა და იგი 930-ის პარალელურად გამოდიოდა 1989 წლამდე. მოგვიანებით კუბატურა 3.2-მდე გაიზარდა. "აბვესი" კი წინა თაობის 911-ებთან შედარებით შეცვლილი იყო.
1981 წელს ფრანკფურტის გამოფენაზე კაბრიო წარადგინეს, რომელზეც AWD სისტემა იქნა დაყენებული..
1987
Ruf Automobile
CTR 1 - "YellowBird" Ruf Automobile GmbH-ს ისტორია 1923 წელს იწყება, როდესაც სამხრეთ გერმანიაში - Pfaffenhausen-ში Alois Ruf უფროსმა ბენზინგასამართი სადგური და ავტოსერვისი გახსნა. მოგვიანებით კი დამოუკიდებელი ავტობუსების მშენებელი კომპანია
Alois Ruf-ის მემკვიდრე - Alois Ruf უმცროსი სპორტული ავტომობილების მოყვარული აღმოჩნდა, მამამისის კომპანიაში 1960 წელს პორშეს ავტომობილების სერვისი დაიწყო... მოგვიანებით კი უკვე Tuning-ი! თავიდან იგი 3.0-ი 930 მოდელის Stroker-ს აკეთებდა 3.3-ზე, ასევე ატმოსფერულ კარერას. 1974 წელს Alois Ruf უფროსი გარდაიცვალა, მისმა შვილმა კი კომპანიას ავტობუსების წარმოება მთლიანად მოაშორა და ყურადღება თავის საყვარელ სფეროზე გადაიტანა.
1975 წელს უკვე იყიდებოდა ერთ-ერთი პირველი სა-Tuning-ო ატელიის - Ruf Automobile-ის მოდელები, რომელთაგანაც აღსანიშნავია Ruf BTR (3.4 Turbo - 374 HP). 1987 წელს კი ავტოსამყაროს ლეგენდა გამოჩნდა.
Group
C Turbo
Ruf, იგივე Ruf CTR, 1987 წლის 3.2 Carrera-ს ბაზაზე შეიქმნა ნაცვლად 930-ისა. ქარხნული ე.წ. "კრილოები", სახურავი და სხვადასხვა დეტალები ალუმინით შეიცვალა, რამაც საერთო ჯამში 200კგ შემცირება გამოიწვია წონაში. Fiberglass-ით - ანუ ე.წ. "სტეკლოტკანით" გაკეთდა ავტომობილის "აბვესი", ასევე დამატებითი საჰაეროები ინტერქულერისათვის ჰაერის მისაწოდებლად. სარკეები სარბოლო 935-ის მსგავსი იყო. ამ ყველაფერმა საერთო ჯამში ქარხნულზე მნიშვნელოვნად უკეთესი აეროდინამიკა მისცა. ავტომობილის საერთო წონამ 1150 კგ შეადგინა.
რაც შეეხება ძრავს, სერიული 3.2-ის მოცულობა 3.4-მდე გაიზარდა, დაყენებულ იქნა Bosch Motronic-ის "ვსპრისკის" სისტემა, ე.წ. "ზაჟიგანიის ნასტროიკა" კი სარბოლო Porsche 962-იდან. Boxer-ის ოპოზიტურ 3.4 H6-ზე, ორი მძლავრი ტურბინა იქნა დაყენებული, ასევე 2 წყვილი დიდი ინტერქულერი ჰაერის გაგრილებას უზრუნველყოფდა. საერთო ჯამში - სიმძლავრემ
469 ცხენის ძალა და მაბრუნებელმა მომენტმა
553 ნიუტონ მეტრი (5950 ბრუნზე) შეადგინა!!! სიმძლავრის საბურავებამდე გადატანას Ruf-ის საკუთარი 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი უზრუნველყოფდა (ტურბო 930-ები 4 სიჩქარიანით გამოდიოდა).

Ruf-ის 911-ის გამოშვების შემდეგ, იგი ჟურნალმა Road & Track-მა გატესტა - მანქანის Blow Off-ის კლაპნიდან წამოსული ხმა იადონის (კანარის ყვითელი ჩიტი) ჩიკჭიკს წააგავდა. მოწმენდილი ცის ფონზე კი ავტომობილის ყვითელი ფერი საკმაოდ მკვეთრი იყო. ამ ორი ფაქტორის გამო CTR-ს ყვითელი ჩიტი - იგივე
Yellowbird-ი შეარქვეს

Alois Ruf უმცროსი CTR-თან.
CTR-ი Ruf-ის 17-იან დისკებზე გამოდიოდა, განსხვავებული ინტერიორი (RECARO-ს სავარძლები, Ruf-ის ტორპედო) მისი ქარხნული ოპცია იყო. 29 კუზაო პორშეს ქარხნიდან იქნა ნაყიდი და ავტომობილი იქიდან აწყობილი, დანარჩენი კი კლიენტთა კარერები იქნა გადაკეთებული.
ტექნიკური მახასიათებლები:
წონა - 1150 კგ
[RR]
ძრავის განლაგება - უკან
წამყვანი თვლები - უკანა
ძრავი 3.4 Flat [ოპოზიტური] 6 ცილინდრიანი, Bi-Turbo,
2 Intercooler-ი, საჰაერო გაგრილების სისტემით (ისევე როგორც წინა 911-ები),
5 სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი.
სიმძლავრე - 469 HP
მაბრ. მომენტი - 553 NM
აჩქარება:
0-60 mph - 4.0 წმ
0-100 mph - 7.3 წმ
0-125 mph - 11.4 წმ
მაქსიმალური სიჩქარე: 341 კმ/სთRuf CTR / RUF CTR Drift In NurburgringYellowbird-ი თავისი მონაცემებით თავისი დროისთვის საუკეთესო იყო. იგი საკმაოდ ჩაგრავდა Ferrari Testarossa-ს და Lamborghini Countach-ს, და მიუხადავად იმისა რომ Ferrari F40 და Porsche 959 მას 100-მდე აჩქარებაში ჯობდა, CTR-ი სხვა მახასიათებლებით მათ ტოლს არ უდებდა. Nurburgring-ზე საკმაოდ დიდი ხანი ტრეკის რეკორდიც ყვითელ ჩიტს ეკუთვნოდა, გამოშვების დროს ავტომობილის ფასი 223,000 აშშ დოლარს შეადგენდა და იგი დღემდე რჩება კოლექციონერთა და ავტომოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელ მანქანად. Ruf CTR-ი 993-ის ბაზაზე დაფუძნებულმა Ruf CTR 2-მა შეცვალა 1995 წელს.

კლასიკური 911-ების თაობა 1989 წელს დამთავრდა, ამის მთავარი დამსახურება ალბათ სუპერქარის - 959-ის გამოშვება გახდა, რომელმაც ახალი კუზაოს და ტექნოლოგიების გამოყენების იდეა წარმოქმნა. გარდა ამისა, კომპანია ვერ დაეყრდნობოდა თითქმის 30 წლის წინ გამოშვებულ მოდელს - ბაზარი ახალ, ინოვაციურ და შეცვლილ nine-eleven-ს ელოდებოდა.
964
1989-1993 80-იანი წლების ბოლოს, ეკონომიკური რეცესიის პირობებში, პორშეში გადაწყვეტილება იქნა მიღებული რომ ბაზარს ახალი 911 ესაჭიროებოდა. გადაწყდა რომ გამოყენებული 959 მოდელის ტექნოლოგიური მიღწევები, ახალი კუზაო და ტრანსმისიები - ასე შეიქმნა 964, რომელიც 1993 წლამდე გამოდიოდა.
964 პირველად Carrera 4-ის სახელით გამოვიდა, "4" four-wheel-drive-ს (ერთი წლის შემდეგ გამოვიდა უკანა წამყვანი Carrera 2-იც) აღნიშნავდა და მყიდველისთვის სიახლეს წარმოადგენდა. ისევე როგორც ABS-ი და მძლავრი ჰიდრავლიკა. მისი დრაგ კოეფიციენტი კი 0.32-ს უდრიდა - ძრავის მოცულობა 3.6 ლიტრს (250 HP). 964-ზე პორშემ პირველად მექანიკურ კოლოფთან ერთად დააყენა ტიპტრონიკი. Porsche 944 Turbo-ს შემდეგ Porsche 964 მეორე ავტომობილი გახდა რომელზეც მეორე Airbag-ი იყო დაყენებული წინ მჯდომი მგზავრისათვის.

1992-ში შეზღუდული სერიით გამოდიოდა 964 RS - უფრო High Performance ვერსია ატმოსფერული 3.75 ძრავით, რომელსაც 300 HP და განსხვავებული "აბვესი" ქონდა. ევროპული RS-ი ომოლიგაცია გავლილი იყო.
Adenauer Forst-ის კუთხე, ნიურბურგრინგი ...

964 Turbo 1990 წელს გამოვიდა და თავიდან 930-ის 3.3 ძრავს იყენებდა, მონაცემებით - 320 HP და 450NM, გაძლიერებულ Turbo S ვერსიის უკვე 355 Hპ და 471NM ქონდა. მოგვიანებით ატმო 964-ის 3.6 იქნა გატურბინებული და უკვე 380 ცხენის ძალა და 520 ნიუტონ მეტრი მიეწოდებოდა უკანა ბორბლებს.
1993 წელს, საერთაშორისო ავტოსპორტისათვის Porsche-მ შექმნა Turbo S Le Mans GT - 964 Turbo-ზე დაფუძნებული ვერსია 3.2 ლიტრიანი ძრავით და 475 ცხენის ძალით. ტურბინიანი 964 1994 წლამდე გამოდიოდა ატმოსფერული ვერსიისგან განსხვავებით.
* * *
993
1993-1998
Porsche 911 ისევ განახლებული იქნა 1993 წელს, სახელით 993, რომელიც ჰაერით გაგრილებადი ძრავების თაობის უკანასკნელი რეინკარნაციაა. ეს მოდელი ხიდად ითვლება მე-20-სა და 21-ე საუკუნეს შორის, უამრავი ენთუზიასტი თვლის რომ იგი 911 Classic-ის გალამაზებაა და რომ იგი შედევრია!
ექსტერიორის წინა და უკანა ნაწილი შეცვლილი იქნა, ისევე როგორც ე.წ. "აბვესი". მოდელში მთავარი ცვლილება, ალბათ დაკიდების სიტემაა (განსაკუთრებით უკანა მხარე), უკანა დაკიდების გაუმჯობესებით, შეცვალეს წინა მოდელების მთავარი უარყოფითი თვისება - შუა, საშუალო მოსახვევში მუხრუჭის მცირედი ხმარებაც კი oversteer-ისკენ ('ზანოსისკენ') მიდრეკილებას იწვევდა. ცვლილებამ Handling-ი საკმაოდ გააუმჯობესა.
ძრავის მოცულობა 3.6 დარჩა, სიმძლავრემ კი თავიდან 276 HP-მდე, შემდეგ კი 286 HP-მდე მოიმატა ECU-ს და 'ვიხლოპი'-ს ხარჯზე. 993-ზე პირველად იქნა გამოყენებული Varioram სისტემა - Intake-ის საშუალებით ძრავისთვის Quick Response-ი, ეკონომიურობა და დაბალ ბრუნებზე თორქის მომატება. ახალ AWD 993-ს Carrera 4, ხოლო RWD 993-ს კი უბრალოდ Carrera ერქვა.

ატმოსფერული მჩატე RS ვერსია მხოლოდ RWD იყო, ძრავის კუბატურა 3.8-მდე გაზრდილი, ხოლო სიმძლავრე 300 HP (თუმცა ბევრი ძრავის Tuning-ს საკმაოდ ადვილად აკეთებდა). ამოღებული იქნა უკანა სავარძლები, წინები კი სპორტულებით შეიცვალა. შეზღუდული სერიით გამოდიოდა RS Clubsport ვერსია, რომელსაც დუგები ქარხნიდანვე მოყვებოდა, თუმცა წონის ეკონომიის გამო არ გააჩნდა ელექტრო შუშები, აუდიო სისტემა და ხალიჩებიც კი

ჩვეულებრივისგან ის ცოტათი უფრო დიდი სპოილერით განსხვავდებოდა. RS ვერსიები აშშ-ში არ იქნა ექსპორტირებული, მაგრამ მასზე დიდი მოთხოვნის და მისი ღირებულების გამო, ამერიკელები ხშირად ჩვეულებრივი კარერებისგან მის კლონებს აწყობდნენ.

შეზღუდული სერიით გამოშვებული იყო ასევე Targa 993, რომელიც არც თუ ისე იაფი ღირდა. მისი სახურავის შუშა უკანა მხარეს ჩადიოდა.

1995 წელს 993 Turbo წარმოებაში ჩაეშვა - 959-თან ბევრი პარალელის გავლება შეიძლებოდა, თუნდაც ის რომ 993 Turbo პირველი სერიული ტურბინიანი 911 იყო AWD სისტემით. მისი 3.6 Flat 6 ძრავი 2 ტურბინით, 2 air-to-air ინტერქულერით და შეცვლილი ინტერნალებით 408 HP-ს გამოიმუშავებდა, 'ჭკვიანი' ელექტრონიკით 993 ყველაზე ეკონომიური ტურბო 911 გახდა. ისევე როგორც პირველი სერიული მანქანა, რომელსაც ქონდა OBDII დიაგნოსტიკა (სხვა 993-ებს არ ქონდათ OBDII).
ამ ყველაფერთან ერთად, 2 კატალიზატორი და ჟანგბადის სენსორები მას ყველაზე სუფთა სპორტქარად ხდიდა თავის დროზე. რა თქმა უნდა ჩვეულებრივი კარერებისგან განსხვავებით, Turbo-ს გაძლიერებული მუხრუჭები დაუყენდა - იგი ჩერდებოდა იმაზე ნელა ვიდრე ჩქარდებოდა: 0-100 აჩქარების დრო თუ 3.7-3.8 წმ იყო, 100-0 დამუხრუჭება 2.3 წამში ხდებოდა - ამ პარამეტრშიც იგი მსოფლიოში პირველი სერიული ავტომობილი იყო. როგორც სხვა დანარჩენ ტურბინიან პორშეებს, 993 Turbo-საც უდიდესი Tuning-ის პოტენციალი გააჩნდა - ცოტა მოგვიანებით, გასაკვირი აღარ იყო 600-800 HP ვერსიების დანახვა. 3.6 Biturbo-ს მაქსიმალური პოტენციალი კი სადღაც 1.5 მეგავატს (~2000 HP) ცდებოდა.
გამოშვების უკანასკნელ წელს - 1997-ში, Porsche-მ 200 ცალი Turbo S ვერსია გამოუშვა. იგი 424 HP-ს გამოიმუშავებდა აშშ-ს ბაზარზე, ხოლო სხვა ბაზრებზე კი 450 HP-ს. Turbo S ჩვეულებრივისგან განსხვავდებოდა - ყვითელი სუპორტებით, ცოტა უფრო დიდი სპოილერით, 4 მილიანი "ვიხლოპით" და კარების უკან საჰაეროებით. 12 Turbo S ავსტრალიაში იქნა გაგზავნილი. იგი GT2-ზე იყო დაფუძნებული, GT2-ის მუხრუჭებით და სხვა დეტალებით, უბრალოდ GT2-ის RWD-სგან განსხვავებით იყო AWD და იყო უფრო კომფორტული.
ბევრი კრიტიკოსი დღემდე თვლის რომ 993 Turbo S იყო ყველაზე მაგარი პორშე, რაც კი ოდესმე გამოსულა... და რომ ის არასდროს არ დამარცხდება
993 Turbo
Turbo-სთან ერთად, გამოვიდა ასევე ცოტა უფრო მძლავრი და მჩატე, ომოლიგაცია გავლილი GT2, რომელიც უკანა წამყვანი, სერიული სარბოლო ვერსია იყო. ინტერიორი Carrera S-ის მსგავსი იყო, ექტერიორი კი ყველასგან განსხვავდებოდა - 'კრილოები' მოიხსნა და მასზე ბოლტებით დამაგრდა უფრო განიერი პლასტმასები. ამას 2 მიზეზი ჰქონდა: პირველი ის რომ რბოლის შესაბამისად, შესაძლებელი ყოფილიყო განიერი ბორტის დაყენება და მეორე ის რომ ადვილად მომხდარიყო ტრეკზე ხშირად დაზიანებადი "კრილოების" გამოცვლა-შეკეთება.
ძრავი თითქმის იგივე იყო რაც Turbo-ს, თუმცა 430 HP-ს გამოიმუშავებდა 1998 წლამდე, 1998 წელს კი უკვე 450 HP-ს. სხვადასხვა რბოლაზე GT2 სხვადასხვა "ნასტროიკით" გვხვდებოდა. ერთ-ერთ GT1-ისთვის შექმნილ მძლავრ ვერსიას "Evo" ერქვა, რომელიც 600 HP-ს გამოიმუშავებდა, მოგვიანებით იგი შეცვლილი იქნა ცენტრალურძრავიანი 911 GT1-ით.
993 GT2
Porsche 911 - ატმოსფერული Type 993-ების მონაცემები:

ტურბიანიანი Type 993-ების მონაცემები და გამოშვებული ავტომობილების რაოდენობები:
1995-1997
Ruf Automobile
Group C Turbo Ruf -
CTR2 Yellowbird-ის შემდეგ, (რომელსაც რამდენიმე წელი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ავტომობილის ტიტული ეკავა) Alois Ruf უმცროსმა მეორე მოდელზე დაიწყო მუშაობა. ბაზად აღებულ იქნა 993 Turbo-ს კუზაო, ისევე როგორც მისი 3.6-იანი ძრავი.

რეკაროს სარბოლო "სიდენიები", დუგები და დამატებითი "პრიბორები" ინტერიორის ქარხნული ოპცია იყო. კუზაოს რამდენიმე ნაწილი დამჩატების მიზნით კევლარის მასალით შეიცვალა. წინამორბედისგან განსხვავებით, CTR2 AWD იყო. Ruf-ში ასევე გააძლიერეს მუხრუჭები, შეცვალეს დაკიდების სისტემა და ძრავის მოდიფიკაცია დაიწყეს. ამ ყველაფერმა საერთო ჯამში ამ ტექ. მახასიათებლებამდე მიიყვანა მანქანა:
წონა - 1381 კგ
ძრავი - ჰაერით გაგრილებადი, Boxer-ის 3.6 H6 სისტემა (Flat 6) BiTurbo
ტრანსმისია - 6 სიჩქარიანი მექანიკა
გამომუშავებული სიმძლავრე - 520 HP (ბოლო ვერსიებს 580 HP)
მაბრუნებელი მომენტი - 685 NM
აჩქარება:
0-60 mph: 3.5 წამზე ქვემოთ
0-100 mph: 7.8 წამი
1/4 მილი (402 მეტრი) - 11.5 წამი
მაქსიმალური სიჩქარე - 354 კმ/სთ
CTR2-ის ფასი 315,000 აშშ დოლარს შეადგენდა და იგი თავის დროზე ფაქტიურად ყველაზე სწრაფი მანქანა, იყო გარდა 1 მილიონ დოლარად ღირებული
McLaren F1 -ისა.

Porsche 993 არაერთ ფილმში (Bad Boys

) იქნა გადაღებული და კომპიუტერულ თამაშში არჩეული,
მოდელმა წარმატებით აღუდგინა პორშეს 911 სერიას პოპულარულობა...
1998 წელს, Porsche 993-თან ერთად, დამთავრდა Porsche 911-ების ჰაერის გაგრილების სისტემით წარმოება. შემოვიდა ახალი მოდელი ახალი კონსტრუქციით - რომელიც წყლის გაგრილებით მუშაობდა და დიზაინითაც XXI საუკუნეს შეეფერებოდა, თუმცა არ ქონდა დაკარგული ძველი 911-ების ტრადიციული გარეგნობა და სპორტული სული - ტექნიკური მახასიათებლებით კი უმაღლესი დონის სპორტქარებს ჩაგრავდა.
* * *
996
1998-2004
ცნობილი 911-ის 34 წელი წარმოების შემდეგ, Porsche-მ კონსტრუქციაში ცვლილებები შეიტანა. 1998 წელს წარადგინა ახალი მოდელი, რომელიც ჰაერით გაგრილების სისტემის ნაცვლად, წყლით გაგრილების სისტემას იყენებდა. მნიშვნელოვნად შეიცვალა ასევე დიზაინი, უკანა და წინა ფარები და რა თქმა უნდა კუზაო. ახალმა 911-მა სახელწოდება 996 მიიღო და იგი 2004 წლამდე Porsche-ს წარმოებაში მყოფ მთავარ სპორტქარს წარმოადგენდა.
996 გამოშვებისთანავე გახდა კრიტიკის ობიექტი - წინა ფარები მას და მასზე ბევრად იაფფასიან Porsche 986 - Boxster-ს ერთნაირი ქონდათ. ვინაიდან 911-ის ფუნქცია პორშეს მთავარ ავტომობილად ყოფნაა, cost-cutting სტრატეგია შეუსაბამო აღმოჩნდა. მოგვიანებით ეს პრობლემა ახალი ფარებით შეიცვალა, თუმცა კრიტიკოსებს არც ინტერიორი მოწონდათ - იგი დაგმეს 'მომრგვალებული-თანამედროვე' ფორმების და ძველი 911-ების დიზაინის შეუსაბამობის გამო.
თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდად ჩანდა... ახალმა კარერამ აეროდინამიკით, დრაგის კოეფიციანტი 0.30 აჩვენა (რაც წინა სერიებზე უკეთესია). თავიდან საზოგადოებას 996-ის Carrera (RWD) და Carrera 4 (AWD) წარედგინა - ახალი ოპოზიტური Flat 6 ძრავით, მოცულობით 3.4 ლიტრი, რომელიც 300 HP-ს გამოიმუშავებდა. გადაცემათა კოლოფი გაუმჯობესებული იყო - 5 სიჩქარიანი ავტომატიკა ან 6 სიჩქარიანი მექანიკა. თუმცა აღსანიშნავია რომ ამერიკაში გამოშვებულ ჩვეულებრივ კარერებს ხიდის ბლოკირება არ ქონდათ

2002 წელს 996-მა ცვლილება განიცადა - წინა ნაწილმა Turbo-ს მსგავსი, შეცვლილი ფარები მიიღო, ამით უფრო მეტად გასარჩევი გახდა Boxster-ისგან და კარერას მფლობელთა უკმაყოფილებაც ცოტათი დაცხრა. ამავე წელს, კაბრიოლეტთან ერთად, გამოშვებული იქნა ტარგა ვერსიაც. 3.4 ძრავის მოცულობა 3.6-მდე გაიზარდა, სიმძლავრე კი 320 ცხენის ძალამდე.
2004 წელს წარმოებაში ჩაეშვა 911-ის მე-40 წლისთავის სპეც გამოშვებები - მის ოპციებში უფრო მძლავრი, 345 ცხენის ძალიანი ძრავი, PSM (Porsche Stability Management) სისტემა, გაუმჯობესებული ხიდის ბლოკირება, უფრო აგრესიული დაკიდების სისტემა და ფერი - GT Silver metallic-ი შედიოდა.
996 Carrera (ძველი ფარებით), 996 Carrera / Carrera 4S, Carrera-ს ატმოსფერული ძრავი
1998 წელს, 991GT1-ით 24 Hours of Le Mans-ში გამარჯვების შემდეგ, პორშემ გადაწყვიტა უფრო ნაკლებ ხარჯიან სერიებშიც შესულიყო და 24 Hours of Le Mans და Grand-Am Rolex-ის რბოლებს დაუმიზნა. GT კლასის ომოლიგაციის წესები მოითხოვდა რომ ავტომობილი ასევე სერიული, StreetLegal ყოფილიყო და პასუხმაც არ დააყოვნა Porsche-სგან... დაიწყო მუშაობა მოტოსპორტისთვის და ამავდროულად ქალაქისთვის განკუთვნილ ავტომობილის ახალ პროექტზე...
Porsche 996 GT3 1999 წელს იქნა წარდგენილი, როგორც Carrera RS (გერმანულად "Rennsport", ანუ მოტოსპორტი)-ების მემკვიდრე. შესაბამისად მახასიათებლებიც GT3-ს იგივე ჰქონდა: შემცირებული წონა, შეცვლილი "სცეპლენია" და მუხრუჭები, უფრო უხეში დაკიდების სისტემა და გაუმჯობესებული Handling-ი. ძრავის ტექნოლოგიები Porsche 911GT1-სგან იქნა ნასესხები. ატმოსფერული 3.6 Flat6 381 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
996 GT3 RS ("Rennsport") 2003 წლიდან 2005 წლამდე გამოდიოდა, იგი GT3-ის კიდევ უფრო 'გარეულ' ვარიანტს წარმოადგენს - პოლუკარბონატის უკანა შუშა, კარბონის უკანა სპოილერი და მანქანის სახურავი წონის კიდევ უფრო მეტ ეკონომიას იძლევა. მუხრუჭები დამზადებულია გაძლიერებული კარბონის ქსოვილით და სილიკონის კარბიდით, შეცვლილია ასევე დაკიდების სისტემის გეომეტრია. RS-ს იგივე ძრავი აქვს რაც GT3-ს. ატმოსფერული GT3 RS-ი 100-მდე 4.3 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 306 კმ/სთ-ს უდრის. არსებობდა ასევე GT3 RSR-ი, RS-ი, რომელიც 'Sequential' გადაცემათა კოლოფით გამოდიოდა. 996 GT3 RS-ის ტესტმა ნიურბურგრინგზე - 7:43 წამი აჩვენა, რაც საუკეთესო შედეგია მსგავსი კუბატურის და სიმძლავრის ატმოსფერული მანქანისთვის.
GT3, GT3 RS, GT3 RSR
ატმოსფერულ ვარიანტებთან ერთად, დადგა ტურბინიანის გამოშვების დროც: 2000 წელს, პორშემ 996 Turbo-ს წარმოება დაიწყო. ძრავი 911GT1-ის მსგავსი იყო და როგორც წინამორბედი, მასაც 2 ტურბინა და 420 ცხენის ძალა ქონდა. ქარხნული ოპცია - Turbo S (აშშ-ში 'პაკეტი X50') პაკეტი ხელმისაწვდომი იყო, რომელიც სიმძლავრეს 450 HP-მდე და მამბრუნებელ მომენტს 620 NM-მდე ზრდიდა. Turbo S-ის 100-მდე აჩქარება 3.8 წამში ხდებოდა. 996 Turbo-ს ვიზუალურად კარერასგან განსხვავებული ფარები, წინა და უკანა ბამპ