სამწუხაროდ, არამგონია ეგ გამოსავალი იყოს

პრობლემა უფრო ღრმაა. პირველ რიგში კი არის მაინც ჩვენი მენტალიტეტი. ანუ რაც არ უნდა ღირსეული, პატიოსანი და სწორად შერჩეული იყოს მოსამართლე, მაინც დაიჭერს უშიშროება რაღაცაზე და იხმარებს როგორც უნდა. ან მისი თინეიჯერი შვილი დაჭრის ვიღაცას რესტორანში და ჩაუფარცხავენ რაღაცის სანაცვლოდ, ან მისი ძმა დამალავს დიდი რაოდენობით გადასახადებს, ან ცოლის და ეყოლება ლესბიანკა და ა.შ. დაიჭერენ რაღაცაზე და იმ "უკვდავ" მოსამართლეს სიცოცხლის ბოლომდე დაკვეთებს შეასრულებინებენ.
ასეთ პატარა და თანაც ასეთი უცნაური ღირებულებების ქვეყანაში არ და ვერ აეწყობა სამართლიანი სასამართლო სისტემა. ჩემი აზრით, სადმე სხვაგან უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ბევრი არაფერი ვიცი ამაზე, მაგრამ გამიგია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ დანერგა თავისთან ბრიტანული სამართალი თავად ბრიტანეთისა და ბრიტანელი მოსამართლეების დახმარებით. მე პირადად მზად ვარ მოვიწვიოთ მოსამართლეები სხვა ქვეყნიდან და მთლიანად მათ გადავაბაროთ სასამართლო სისტემა. მაინც ყველა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს ყველაფერს და აქვე გვექნება ბარემ

მესმის, რომ ეს სუვერენიტეტის კაი დიდი დოზით დათმობაა, მაგრამ სხვანაირად არასდროს არაფერი გვეშველება ამ მხრივ. ყველაფერი შეიძლება გამოგვივიდეს ქართველებს, გარდა სამართლიანი სასამართლოს შექმნისა. ნამდვილი სასამართლო, როგორც ისტორია აჩვენებს, მხოლოდ დიადი ერების შემოქმედება შეიძლება იყოს. ეგ არც ეკონომიკური აღმავლობაა და არც ინფრასტრუქტურის განვითარება. გაცილებით უფრო ძნელი საქმეა და გულზე ხელი რომ დავიდოთ, არ ვართ ჩვენ მაგის გამკეთებლები.