#51750058 · 29 Nov 2017, 17:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტურისტული კომპანია ,,Vip Tours Georgia“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიაში გაყიდვების სისტემის აწყობა; ** პოტენციური კლიენტების მოძიება და პროდუქტის (ტურისტული სააგენტო, სასტუმრო) შეთავაზება/გაყიდვა; ** პოტენციური კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესის წარმართვა; ** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა; ** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება. ** კონკურენტების საქმიანობის შესწავლა და ანალიზი; ** Facebook და სოციალური ქსელის სხვა საშუალებებით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** რეპორტინგი.
მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) ** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, პრეზენტაბელურობა, შრომისმოყვარეობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
პირობები:
** ანაზღაურება ხორციელდება სისტემით: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად) + ბონუსური სისტემა (10% გაყიდვებიდან). ** გამოსაცდელი ვადა 2 თვე, გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია. ** გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა განიხილება ინდივიდუალურად
სამუშაო გრაფიკი: სრული. სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის #16 (დიდუბე პლაზა) დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე:viptoursgeo@gmail.com , გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ "გაყიდვების მენეჯერი"
|