"ჩვენი ქვეყანის გადარჩენის ერთადერთი გზა დასავლეთია"- მეუფე მელქისედეკი
2017-11-29 21:29:00
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკის განცხადებით საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა დასვლთია. აღნიშნული განცხადება მეუფე მელქისედეკმა აშშ-ში ვიზიტის დროს გააკეთა:
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ვიზიტი, იმიტომ რომ აშშ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი მოკავშირეა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს.მრევლს ჩვენ თვითონ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა არის დასავლეთი, რა ღირებულებებია, ამ უდიდეს ისტორიულად ქრისტიანულ ქვეყნებთან ურთიერთობა აუცილებელია. ყოველთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. ერთადერთი გზა არის დასავლეთი“- განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
http://www.newposts.ge/wap.php?ID=158166