ვიყავი უკვე და ჩამოვედი. თანაც 2ჯერ. მაგრამ კილიმანჯარო ვერ ვნახე. ვერც ჟირაფები

დიდი მადლობა ვინც მომეხმარეთ ინფოების მოძიებაში, მეც დავწერ "სულ ცოტას", იქნებ ვინმეს გამოადგეს.
ფრენები3 ვარიანტი ვიპოვეთ აქედან იქ და უკან ფრენის - მეტ-ნაკლებად კაი კონექშენებით: ამსტერადმიდან, ლონდონიდან და დუბაიდან.
ამსტერდამიდან ძაალან ძვირია, ეთიოპიან airlines დაფრინავს და მაგის გამოო ასე თქვეს. დარ-ეს-სალამამდე ჯერ კილიმანჯაროს "ძირში" ჯდებაო. მანდ ხალხი ჩავა და მერე გააგრძელებს ფრენას დარ-ეს-სლამამდეო. მარშუტკაა რა.
დუბაიდან ყველაზე იაფია, მაგრამ უკან გზაზე აეროპორტში მხოლოდ 1 საათი გექნებაო და თან ჩემოდანის გამოტანა მოგიწევსო, აპასნია შეიძლება ვერ მოასწროო. ამიტომ ესეც გამოვრიცხეთ.
დარჩა ლონდონი: BMI დაფრინავდა თბილისი ლონდონზე და თავად BA ლონდონი - დარ-ეს-სალაამამდე. ლონდონიდან 2ივეჯერ Boing 767 იყო, ფრენას დახლოებით 8-9 საათი უნდა.
ამინდებიპირველად რომ წავედი აქ მინუს 8 გრადუსი იყო, თვითმფრინავშიც საკმაოდ გრლოდა, ხოდა თვითმფრინავიდან როგორც კი გამოვედი ეგრევე 40 გრადუსიანმა ჰაერმა დამცხო, თავიდან დავიბენი რა ხდებათქო, მაგრამ მერე მივხვდი რომ აფრიკაში ვარ. აი ჩემ წინ 1 ქალი ვერ მიხვდა და გული წაუვიდა

ტემპერატურა 30-40 გრადუსია ძირითადად, და მოღრუბლული უმეტესად. 30 გადუსზე ქვემოთ თუ ჩამოდის, ზანგები ჯემპრებში დადიან და ცივდებიან, კონდიცოინერს არ მართვევინებდნენ ცივაო. პირველ წასვლაზე (3 კვირა ვიყავი) 1-2ჯერ იწვიმა, მეორე წასვლაზე (1 კვირა ვიყავი) საერთოდ წვიმების სეზონი იყო და ყოველ დღე წვიმდა. მოკლედ თუ წვიმს ძაან მაგრა წვიმს, ისე მაგრა რომ ქალაქგარეთ მანქანები და ავტობუსები ტალახებში იჭედებიან და იქ უწევთ გათენება მგზავრებს.
ვიზავიზას აეროპორტშივე იღებ, ძალიან ადვილი ასაღებია, 50$ უნდა და ეგაა, ზედმეტ კითხვებს არ სვამენ, უბრალოდ რიგში დგომა მოგიწევთ 15-30 წუთი. თუ $50 არ გაქვს შეგიძლია პასპორტი დაუტოვო, გახვიდე გარეთ აეროპორტიდან (!!), იქვე ბანკომატიდან გამოიტანო ტანზანიური შილინგები (1USD ~ 1060TSH), თუ გინდა იქვე "ბუტკაში" გადაახურდაო დოლარებში და შემოხვიდე უკან აეროპორტში

უბრალოდ ყოველ შემოსვლაზე გაგჩხრიკავენ, ისე პრობლემა არაა. ვიზების ფანჯარაზე გაკრულია 1 უცნაური წარწერა რომელზეც წერია რომ ირლანდიელებისთვის ვიზა 100$-იო (???)
ტრანსპორტიტანზანია ინგლისის კოლონია იყო, ამიტომ ინგლისური ყველამ იცის, და მოძრაობა "მარჯვნივ-რულიანია".
თუ სასტუმრო წინასწარ დაბრონილი გაქვთ მაშინ აეროპორტიდან გამოსვლისთანავე ჯობია მოძებნოთ თქვენი სასტუმროს მძღოლი, ხელში ქაღალდი უნდა ეჭიროს რომელზეც თქვენი სასტუმროს სახელი წერია. თუ არა და ტაქსისტები ისედაც აგეკიდებიან წაგიყვან-წაგიყვანო. ქალაქის ცენტრამდე 30 000-ზე მეტი არ მისცეთ.
"მარშუტკები" იქაც არის, თუმცა ამდენი არა. ავტობუსებიც და "მარშუტკებიც" გადატენილია და არ გირჩევთ მაგით მგზავრობას, არც ქალაქში და არც ქალაქ-გარეთ. ტაქსები ჯობია ყველას. 900 მეტრზეც და 2კმ-ზეც 3000 ტანზანიურ შილინგს ითხვენ.
კუნძულ ზანზიბარზე (ტურისტებით სავსე კუნძულია) თვითმფრინავიც დაფრინავს მაგრამ პორტიდან ჯობია კატერით, იაფიცაა და ხშირადაც დაცურავს.
1 კვირა დღეს ტაქსი დავიქირავეთ და ქალაქის ცენტრიდან ~ 20 კილომეტრზე, ვაით სენდზე (პლიაჟი+სასტუმრო) წავედით ტაქსით. უკანა გზაზე სლიპვეიზეც (სუვენირები ყიდება) შევიარეთ. საერთო ჯამში ~50 კილომენტარმდე ვიარეთ და მძღოლი გველოდებოდა ყველგან. ეს ყველაფერი 60 000 ტანზანიური შილინგი დაჯდა.
ხალხიხალხი ძაან მაგარია, რა აცვიათ, როგორ მგზავრობენ, სად ძინავთ, მაგრა კიდიათ და ბედნიერები არიან

მაგრამ უმეტესად ძალიან ღრიბები არიან. მდიდრები ძირითადად მთავრობის ხალხი და 1-2 დიდი ორგანიზაციის თანამშრომელებია.
აეროპორტიდან რომ გამოვედი ძაან ბევრი ხალხი გაიჩითა, ხტუნაობდნენ ერთად და რაღაცა აფრიკულს მღერდნენ. მეგონა ვინმე ცნობილი ჩამოვიდა და უხარიათო, თურმე რაღაც საპროტესტო აქციაა, თან აეროპორტში რატომღაც. აქაც რომ ეგეთი საპროტესტო აქციები იყოს მაგარი იქნება

მეზობელი კენიისგან განსხვავებით, სადაც სამოქალაქო ომი და 1000 უბედურება ხდება, აქ (დარ-ეს-სალაამ-ში) კრიმინალი თითქმის 0-ზეა, მაგალითად ფინანსთა სამინისტრო ღამის 9 საათზე სულ ღია იყო, ყოველგვარი დაცვის და პერსონალის გარეშე. მიუხედავად ამისა გაფრთხილებენ რომ ღამე ჩაბნელებულ უბნებში ან დღისით ბაზრობებზე და ხალხ-მრავალ ადგილებზე მარტო არ იაროთ, ან თუ რამე გიჭირავთ კარგად დაიჭირეთ რომ არ გამოგტაცონო. არაფერს არ დაგიშავებენ, მაქსიმუმ გამოგტაცონო რამოე, არც დაგჭრიან არც მოგკლავენო. სულ მარტო დავდიოდი ფეხით, არაფერი "საშიში" მანდ არ არის. პოლიციელებს თითქმის ვერ ნახავთ ქალაქში.
ქუჩაში შეიძლება ვინმე მოვიდეს, მოგესალმოს, გაგეცნოს, გამოგკითხოს საიდან ხარ, როგორი ქვეყანაა საქართველო, სად არის, როგორ მოგწონს ტანზანია და დაგემშვიდობოს და წავიდეს. კეთილი და მრგობრულის და ზრდილობიანი ხალხი ჩანს.
ქალაქში არის ქრისტიანული უბნები, მუსულმანური უბნები, და პატარა "კრიშნას უბანიც". აი მუსულმანურში შედარებით "დაძაბული" ხალხიაო თითქოს, მაგრამ მიუხედავად მაგისა სულ მარტო ვიხეტიალე ფეხით, დავიკარგე, ერთიდაიგივე ადგილზე 3ჯერ გაუარე მუსულმანების ბირჟას წინ (წრეზე დავდიოდი), მაგრამ არავის არაფერი არ უთქვამს. თუ ეგეთ სიტუაციაში მოხვდებით ჯობია ჩქარი ნაბიჯით იაროთ ისე თითქოს იცით სად მიდიხართ. როგორც კი გაჩერდებით და ჩემსავით GPS-ს დააძრობთ ჯიბიდან და ფიქრობთ საით წავიდეო, ეგრევე ზედმეტ ყურადღებას იქცევთ. არადა ისედაც ზანგი იქ თქვენ ხართ და ყველა თქვენ გიყურებთ.
ინგლისური კი ყველამ იცის მაგრამ თუ სვაჰილზე 1-2 სიტყვას ისწავლით (ძალიან მარტივი ენაა) - გამარჯობა/მადლობ ამას მაინც, კიდევ უფრო კეთილები და ხუმარები გახდებიან ტანზანიელები:
ჰაბარი (როგორ ხარ?) - ნზური (კარგად)
ჰუჯამბო (ესეც როგორ ხარ) - სიჯამბო (კარგად ვარ) ხანდახან ისე ისმის თითქოს მარტო ჯამბოს ამბობენო.
ასანტე(მადლობა) სანა(დიდი) - კარიბუ(არაფრის) სანა(აბა ეს როგორ გადავთარგმნო, დიდი არაფრს?)
ნინაკუპენდა - მე შენ მიყვარხარ/მომწონხარ
პიკიპიკი - მოტოციკლეტი.
მაგარი მარტივი ენაა.
სასტუმროებიკემპინსკის სასტუმრო "კილიმანჯარო": ზაან მაგარი სასტუმროა, სახურავზე მაგარი რესტორან-ბარებით, ზალიან კაი მუსიკით და კაი შოკოლადვით ზანგუჩა გოგოებით, რომელბიც ძირითადად იახტიან პაპებზე ნადირობენ

ქვედა სართულებზეც კაი რესტორნებია. მაგრამ ეს სასტუმრო ძვირია, მანდ არ დავრჩენილვარ. New Africa - ამ სასტუმროში ვიყავი 3 კვირა. ეს მაგარი არ არის, მაგრამ ნორმალური სასტუმროა, თან ესეც კარგ ადგილზეა ცენტრალურ უბანში. ერთი ღამე ~170$. 1 ეგაა რომ წინ ქრისტიანული ეკლესიაა და ყოველ დილით 6 საათზე დიიიდ დინამიკებში 200 ცალი ზანგი + 1 მღვდელი სიმღერა იწყებს. სამაგიეროდ საჭმელები და პირობები ნორმალურია. ნუუ 1-2ჯერ რაღაცა უცნაური ჭია მოვკალი ნომერში და კიდევ ჭიქაზე ვიღაცის პომადები ემჩნეოდა. მეორედ რომ ვიყავი, მუსულმანურ უბანში - არც ისე კარგ ადგილას - სასტუმრო peacock-ში ვიყავი (აქ უკვე მოლა მაღვიძებდა). თვითონ სასტუმრო შიგნიდანაც და გარედანაც უფრო კარგ ვიდზეა მაგრამ ისეთი საჭმელები ქონდათ რომ ცოტა გავხდი. გახდომა კი არაა კაი, მანდ ყველა ძალით იყენებს ღიპს: გამხდარი თუ ხარ ე.ი. შიმშილობ და ღარიბი ხარ. ვერც ცოლს მოიყვან და არჩევნებშიც შანსი არ გაქვს გამარჯვების. მსუქანი თუ ხარ ე.ი. ცოტას მუშაობს, ბევრს ჭამ, ანუ მდიდარი ხარ. ამიტომაც არც ისე არაპოპულარული ვიყავი იქ

თუ ტურისტულ პონტში მიდიხართ დარ-ეს-სალამში, ყველას ჯობია ვაით სენდის (ან მსგავსი) სასტუმრო, ქალაქ გარეთ არის, წყნარი, ძაან კაი სასტუმრო, პატარა ბუნგალოს მაგვარი 2 სართულიანი ნომრებით ინდოეთის ოკეანის ნაპირზე, ძააალიან თეთრი ქვიშიანი პლიაჟით.
მაგრამ ამ ყველაფერს ჯობია ყველაზე მთავარი რაც არის ტანზანიაში ის ნახოთ: კილიმანჯაროს მთა (არაა აუცილებელი ასვლა და ლეოპარდის ჩონჩხის ძებნა), მასაის ხალხი, ტბა ვიქტორია, საფარის ტურები - მანქანებით ცხოველებში რომ დადიან, "ზიობრები" ჟირაფები, ლომები, და ა.შ.
მე მაინც მივლინებით ვიყავი და კვირაში მხოლოდ 1 დღე მქონდა თავისუფალი, ამიტომ ვერ ვნახე კილიმანჯარო, და საფარის ტურებშიც ვერ წავედი. შორსაა, მინიმუმ 2 დღე გზაში გინდა იქით-აქეთ, და კიდევ მინიმუმ 2 დღე თვითონ ტურია.
რამოდენიმე სურათი აქ არის., მაგრამ ამის ნახვას ჯობია Google Earth-ში ნახოთ.
ეუფ, რა გავბლოგე ფორუმ.გე-ზე