ვყიდი ძველ მეგობარს.
ჩარჩო: Cross t-rex, 2005 ან 2006 წლის მოდელი, ზომა ალბათ მედიუმია, მაგრამ 180 სმ-ზე მაღალი ადამიანისთვის ჩარჩო პატარა იქნება.
ჩარჩოს უკანა ნაწილი გატეხილია, მაგრამ მავთულებით ისეა გამაგრებული, რომ ველოსიპედი დადის უპრობლემოდ და სიჩქარეები ჩვეულებრივად ირთვება, თუმცა სასურველია 75 კგ-ზე მძიმე რაიდერი არ დაჯდეს (შედუღება ვერ ამაგრებს საიმედოდ).
ჩანგალი: marzocchi drop off triple (წნევა დაყენებულია 75-85 კგ წონისთვის), ჩანგალს ერთი პატარა დეტალი აკლია, მაგრამ კარგად მუშაობს, ჰაერს არ აპარებს. მუშა სვლა - 170 მმ;
წინა ჰაბი: author xenon;
უკანა ჰაბი: sram x7 135mm;
უკანა გადამრთველი: shimano deore, თითქმის სულ ახალია;
დისკები: Syncros DH, გამძლე დისკებია, დაუნჰილის ველოებზეც იყენებდნენ ამ დისკებს, ბორბლები აწყობილია dt swiss მანებით.
წინა მუხრუჭი: avid bb7, 180 მმ როტორით;
უკანა მუხრუჭი: შიმანოს რომელიღაცა მოდელია 160 მმ როტორით;
უნაგირი: WTB Pure V;
საჭის დამჭერი: syncros race dh;
საჭე: truvativ hussefelt;
გადამრთველი მექანიზმი: შიმანო, თითქმის სულ ახალია;
პედლები: crank brothers 5050.
ფასი: 500 ლარი. ვყიდი ნაწილებზე ბევრად იაფად (ჯამში 3 000 ლარი მაინც მექნება დახარჯული ამ ველოს აწყობაზე).
კარგი იქნება თუ დაშლით და უკეთეს ჩარჩოზე გადააწყობთ ნაწილებს, მაგრამ ველო ახლაც კარგ მდგომარეობაშია. სახტუნაოდ არ გამოდგება, მაგრამ ლაით ოლმაუნტინზე დამწყებისთვის გაქაჩავს. დავბერდი და აღმართებზე ვეღარ დავდივარ, თან მეორე ველოც მყავს და ამიტომ ვყიდი.
მინდა ერთი და რაც შეიძლება კარგი ველო მყავდეს, ჩემი ბიუჯეტის ფარგლებში.


* * *
არავის უნდა კარგი ველო იაფად?
მთლიან ველოს ვინც იყიდის, საჩუქრად მოვაყოლებ უკანა მუხრუჭის უხმარ ხუნდებს, სათადარიგო კამერას, Shimano Deore-ს სტოკ გადამრთველს (რაც ეყენა თავიდან) და ასევე shimano zee 9 speed short cage გადამრთველსაც, თუ ვინმეს რამე ველო პროექტი აქვს.
მართლა კარგი ველოა, ჭიათურიდან რაჭაში ვარ გადასული და დაბრუნებული ამ ველოსიპედით
This post has been edited by s-n-r on 24 Nov 2017, 01:25