ჩემი აზრით, ყველაფრის გასაღებია დაკვირვება. ჯერ პირველ რიგში საჭიროა თვითონ იდეა, რომლის კოზირი უნდა იყოს "რეალობასთან ახლოს".
შემდეგი ეტაპი არის დეტალებში ჩაძიება. სწორედ დეტალების სწორი და მწყობრი თანმიმდევრობა ქმნის იმ მძაფრ და მისტიურ ატმოსფეროს.
საჭიროა შეიქმნას საერთო ატმოსფერო, ფერები. არაჩვეულებრივი მაგალითია ძველი ჰორორები: ძველი ეგზორცისტი, ძველი ომენი, ნათება, ტამაშებში საილენთ ჰილი და ა.შ, სადაც ატმოსფერო არის "დაძაბული სიმშვიდის" შესატყვისი. ასევე მათი ფასეულობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არის "რეალობასთან ახლოს". ისე ვითარდება სიუჟეტი, რომ ადამიანი გონებაში დაუშვებს, ასეთი რამე მართლაც შესაძლებელია მოხდეს.
ყურადღება! თუ გინდათ რომ ჰორორი მართლა ღირებული გამოდგეს, სიუჟეტში არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ხერხი: "გამოხტა და შემეშინდა" ეს არის ყველაზე იაფფასიანი პრინციპი, რომელსაც თანამედროვე ჰორორ ფილმებში და თამაშებში იყენებენ (ასტრალი, ზარი, თამაშებში აუთლასთი და ა.შ.).
ნამდვილმა ჰორორმა ნელ-ნელა უნდა მოიცვას თქვენი ფსიქიკა, უნდა შეგიპყროთ, ისე რომ ვერ მოწყდეთ და ძალიან შეუმჩნევლად თქვენს გონებაში უნდა შემოვიდეს ის რაღაც ძალა, რომელიც ზედაპირზე ამოიყვანს თქვენს ქვეცნობიერის ფსკერში დალექილ შიშებს და მძიმე შეგრძნებებს.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს მუსიკას და ხმის გაფორმებას. მუსიკა ხომ პირდაპირ კავშირშია გონებასთან და ემოციებთან.
სიმბოლიზმი ასევე არსებითია, სიმბოლიზმის ჩართვა იწვევს რაღაც ამოუცნობ, მისტიურობის ნისლს, რომელიც თან გასდევს ფილმს ან თამაშს.
წარმატებები მეგობრებო
This post has been edited by brevalo on 2 Dec 2017, 15:03