#62457885 · 2 Feb 2026, 19:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, მაქვს 2 სართულიანი სახლში ცენტრალური გათბობა, ქვაბი მიყენია 24კვტ-იანი მაქვს პლასტმასის ბოჭკოვანი მილებით გაყვანილი დიამეტრი 25 (დიამეტრი წვრილია 32 იანი კარგი იქნებოდა), ქსელში მაქვს ბევრი მუხლიც ნახმარი.
რადიატორები რომელიც ახლოსაა 40-45 გრადუსია ზედა მხარეში და რომელიც ყველაზე შორსაა ის თბილია 35 გრადუსამდე ზედა მხარეში, სრულად არ თბება რადიატორები, რადიატორზე დაერთება არის შემავალიც და გამავალიც ონკანები დაბლა, რადიატორის მარჯვნივ და მარცხინვ, 6 რადიატორი მაქვს ამ ეტაპზე აქტიური ანუ მუშა დანარჩენი დაკეტილი 2 რადიატორი.
ასეთი კითხვა მაქვს ეხლა ქსელში აბრატნიზე მინდა დავამატო საცირკულაციო ტუმბო და თუ მიცემს რამე შედეგს რომ რადიატორები გათბეს და სახშიც ლოგიკურად სითბოც იყოს, ქვაბი მიდგას 1 სართულზე და ტემპერატურა 60 გრადუსი მიყენია, რომელიც ახლოსაა ისიც კი არ ადის მაგალიტად 60 ზე დგას ქვაბი და მაგ ტემპერატურამდე რომ ადიოდეს, რადიატორებზე ტემპერატურას ვზომავდი ტესტერით თერმოწყვილი რომ აქვს მასეთი და არა ლაზერით, სისტემა გამოვარეცხინე 1 წელი იქნება შედეგი იგივეა როგორ გამორეცხვამდე.
ველოდები კომენტარებს თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი პრობლემა და როგორ გამოასწორეთ და მცოდნე ხალხის რჩევას, პლიუს ტუმბოც მირჩიეთ რომელი დავაყენო ამ სისტემისთვის
--------------------
https://servicege.net skype: SERVICEGE
მობ: 592205151
|