უზერ Corvette–ს თქმულისგან ჩავიფიქრე ამ თემის გახსნა და აღვასრულე კიდეც
აბა, ხალხო, ვინც ძველ მატჩებს უყურებთ ან გადაიმეორებთ ხოლმე, რა ხდება თქვენსკენ?
მე ეს ვნახე
VIDEO და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ ვერ უნდა გაეტანა მარადონას სეზონში 60 გოლი ამ ფეხბურთში...რა თქმა უნდა ,,გადამზადების" შემდეგ, ანუ როგორ უსწორდება მცველებს, იგივე კამაჩოს
ან ხულიო ალბერტოს ბურთის დამუშავება, ჩაწოდება...ალბაზე გაცილებით უკეთესი ჩანს
და ა.შ.
ამის წინ, გავიხსენე ჩემთვის ერთ–ერთი უსაყვარლესი მატჩი
VIDEO ფიგუზე ,,შეუკავებელი" ვინ იყო? მე 15 ჯარიმა დავუთვალე და ემდ–ის იმ დღის ნომერში წერია ,,20–მდე დაჯარიმდნენ მასზე"
ეს ალბათ რეკორდია, არ მგონია ვინმეზე ამდენჯერ დაჯარიმებულიყვნენ 1 თამაშში! (კრუიფი? მარადონა? მესის ჩეხვა კლასიკოში 11 თუ 13 იყო არ მახსოვს)
ჰოდა ფიგუზე გავაგრძელებ, აი რატომ რჩება ჩემს საყვარელ ფეხბურთელად...იმდენი ჯარიმა + უამრავი, რაც არ დანიშნეს + ბინძურად ჩარტყმები უკვე შეჩერებულზე
და ფიგუ სულაც არ იყო ,,ნეიმარის ტიპის" რომ ,,ადგილზე ეკეთებინა" (ან ,,დაეჭირათ") და ამიტომ პროვოცირება მოეხდინა ჯარიმების...
ან გვარდიოლას პასები ნახეთ, ეს არის ყველაზე მაღალი დონე პასებში! ხავიზე გაცილებით დახვეწილი
ან ლუის ენრიკე ნახეთ, რამხელა დიაპაზონზე რა მრავალფეროვანი არსენალით
და ცუდიც ნახეთ, მაშინდელი დებილების არაოსტატური თამაში
თუმცა ოსტატები ყოველთვის ოსტატები იყვნენ და არ ახასიათებდათ უაზრო ჩაწოდებები, უზარმაზარი მანძილით ბურთის აცილება...
იმედია ამ თემაში არ ვიხილავ იმ ხალხს, ვისაც ,,შავ–თეთრზე" სათქმელი არაფერი აქვთ, რადგან არ შეუძლიათ აღქმა...წადით თქვენ სწორხაზოვან 3D–ის ჩაუჯექით რ'ა, მე სტერეოც მეყოფა * * *
VIDEO ჩემი მრწამსი: ფეხბურთელი წაგებისას უკეთ ჩანს! რომარიო...როგორც მენოტიმ თქვა, კაცს 100 მეტრიც არ გაურბენია კარიერაში და 1 000 გაიტანა
ამ ბოლოში ,,თამაშის ხასიათი" საერთოდ არ ჩანს, მაგრამ ჯანდაბას
This post has been edited by Piquecanthropus on 7 Jan 2018, 01:37