ამ ტრაგიკულმა ამბავმა, ძალიან დამძაფრა...
https://www.youtube.com/watch?v=XjHm19ZuRlYროგორც თვითმხილველი ამბობს  იხ. 1.35-დან, ერთმნეთს 30-40 ბავშვი ურტყამდა. საქმის ზერელე გაცნობის მერეც კი ცხადია, რომ დანა მარტო ორს არ უხმარია. 
ამის შემდეგ მშობელმა შვილი სკოლაში როგორ უნდა გაუშვას? ისევე უნდა ეშინოდეს, თითქოს სვილს ფრონტზე აგზავნიდეს. 
ჰოდა ვკითხულობ:  საერთოდ რა საჭიროა სკოლა? 
განათლებას ის არ იძლევა და სხვა ფუნქციებსაც ვერ ასრულებს...
მათემატიკაში, სკოლის პროგრამას  ვიცნობ, და შემიძლია ვთქვა, რომ ის შეესაბამება ჩემი თაობის (სკოლა ვინც 60-70იან წლებში დაამთავრა)  რვა კლასის დონეს..ამასთან ამ მასალის სწავლებას ანდომებენ 12 წელს! ჩემს დროს 10 წელიწადში შეუდარებლად მეტს ასწავლიდნენ ვიდრე ახლა!
ეს პროგრამა სამარცხვინოა.
როგორც ჩემმა მეგობრებმა ამიხსნეს,  რეალურად არაა საკმარისი კადრი, ვინც შეძლებს ამ გამარტივებული პროგრამის სწავლებასაც კი..მეტზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია...
მიზეზი რა თქმა უნდა მასწავლებლის სამათხოვრო ხელფასია, რის გამოც ნიჭიერ ადამიანს   სკოლაში მუშაობა არ მოუნდება. 
ამ მათხოვრული ხელფასის გამო, ვინც მუშაობენ, თავს არ იწუხებენ და როგორც წესი არაფერს ხსნიან გაკვეთილზე...
შედეგი: უნარები, რაც ნორმალურ საზოგადოებაში (მაგალითად გერმანიაში) რეალური სასწავლებლის დონეა და არამც და არამც საუნივერსიტეტო მისაღების დონე, დაუძლეველია მოსწავლეებისათვის და ისინი ჯგუფურად რეპეტიტორთან ემზადებიან....
ჰოდა, თუ მაინც კერძოდ უნდა ამზადონ ბავშვები, რა საჭიროა სკოლა? მითუმეტეს, იქ თუ ასეთი ჯოჯოხეთია?