მოგესალმებით მეგობრებო.
დღეს ძველი მატჩების highlight-ებს ვუყურებდი და უცებ ამომიგდო დალასი-გოლდენის პლეი-ოფის სერიები....და გამახსენა ის ავადსახსენებელი 6 მატჩიანი სერია, რომელიც დალასისათვის კრახით დასრულდა!
შესაბამისად, მოდით გავიხსენოთ NBA-ში მომხდარი სენსაციები...როგორც რეგულარულში ასევე პლეი-ოფში

სასურველია თუ მცირე ისტორიასაც ან მიმოხილვასაც დავურთავთ ხოლმე

მაშ ასე, დავიწყებ მე
(1) Dallas Mavericks vs. (8) Golden State Warriorsეს სერია შედგა 2007 წელს, ანუ უკვე 10 წელზე მეტი გავიდა და დღემდე ძალიან მაგრად მახსოვს ეს მატჩები. მაშინ თუ არ ვცდები, კალათბურთის განყოფილება ახალი შექმნილი იყო და სულ რამდენიმე კაცი ვპოსტავდით ხოლმე

მოკლედ მე როგორც დიდი იმჟამინდელი მავერიქსის, ნოვიცკის და კიუბანის ფანი, ჩემს დალასს მთელი სეზონის მანძილზე ხოტბას ვასხავდი....მთელი წელი რამდენიმე 10+ მოგების streak დადო გუნდმა....ნოვიცკი ფრინავდა და ულამაზესი სერიები იყო ხოლმე ფინიქსთან....ყველაფერი კი იქით მიდიოდა, რომ ვესტის ფინალში ფინიქსს უნდა შევხვედროდით და მორიგი ლამაზი სერია უნდა გვენახა, ჩვენი ფერადი ეკრანებიდან.....
მაგრამ მოხდა ის, რაც უკვე დიდი ისტორიის ნაწილია....პირველივე რაუნდში დავეჯახეთ გუნდს, რომელიც ძლივს მოხვდა პლეი-ოფში...ზუსტად ვერ ვიხსენებ, რომელი იუზერი გულშემატკივრობდა ამ გუნდს, ჩვენთან ფორუმზე (ბაირონ დევისის დიდი ფანი იყო პახოდუ) მარა ის კი მახსოვს, რომ ამ გუნდის პლეი-ოფში გასვლას, მაგრად ზეიმობდა!
ხოდა მოკლედ პირველი ადგილით გასული დალასი, შეხვდა აუტსაიდერ გოლდენ სტეიტს

არ დაგავიწყდეთ, რომ დალასმა იმ სეზონში 67 მატჩის მოგება შეძლო! როცა გოლდენმა მხოლოდ 42-ჯერ მოახერხა გამარჯვება

მოკლედ დაიწყო სერია და პირველივე მატჩში, გოლდენმა ბაირონ დევისის წყალობით მოახდინა მინი სენსაცია და გვაგემა მძიმე მარცხი...მაშინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა მაჩანჩალა გოლდენის გასვლას და როდესაც მეორე მატჩში, მარტივად დავამარცხეთ მეტოქე, ყველას გვეგონა რომ პირველ შეხვედრაში მარცხი, უბრალოდ გაუგებრობა იყო....მაგრამ ჩემმა მზემ

საბოლოო ჯამში დალასი დამარცხდა სერიაში ანგარიშით 4:2

დღემდე მახსოვს ის ატმოსფერო რაც გოლდენის დარბაზში იყო! ცეცხლები, ყველანი ყვითლად ჩაცმულები და ბაირონ დევისის მახინჯი სიცილი! თუ არ ვცდები რაღაც რეკორდიც დამყარდა მაგ სერიის დროს...ყველაზე დიდი ხმაური თუ ყიჟინის გამო, რომელმაც რაღაც X დეციბალებს მიაღწია

და რა თქმა უნდა გოლდენის პლეი-ოფის სლოგანი დალასთან: We Believe!
ესეც მცირე ინფო ზემოთ აღნიშნული სერიის შესახებ:The Warriors also won their first playoff series since 1991. The Mavericks also became the second team who had a 65+ winning record not to win a championship, the first being the 1972–73 Boston Celtics. To date, they are the only ones who were eliminated in the first round.



პ.ს. გოლდენი ძალიან მარტივად გამოვარდა მეორე რაუდიდან. 4:1 წააგო, საშუალო დონის ჯერი სლოუნის იუტასთან