ჰო, რა იყო ეს?! ...
***
...არ ვსაუბრობ იმაზე რაც მოხდა, საკითხს ვაყენებ რა იყო ეს, რას ნიშნავდა მოზარდის ჯგუფური მკვლელობის ხელწერა ფსიქოლოგიურ განზომილებაში?! - ვფიქრობ ეს თემა არანაკლებ აქტულური უნდა იყოს ფსიქგანყისთვის, ვიდრე მაგ.: "დღეს სამსახურში" ან "მუზიკა რომელსაც გამოჰყავხარ"!
ეს დღეებია, მოზარდთა მკვლელობის ირგვლივ სოც ქსელებში თუ მედიაში უამრავი დაიპოსტა, დაკომენტდა, დაიგმო ცრემლი დიღვარა, რისვხა გამოიხატა და ა.შ. ... მკლელობას არა აქვს არანაირი გამართლება(იშვიათი გამონაკლისების გარდა), მაგრამ როცა შელაპარაკების ნიადაგზე, ფაქტიურად ჯგუფურად, ასე სადისტურად და დემონსტრაციულად კლავ აშკარა უმცირესობაში მყოფ 2 თანატოლს, ეს უკვე მთლიანად საზოგადოების ავარიული ფსიქოლოგიური ინდიკატორია!!!
...რაც სოც-ქსელებში გამოქვეყნდა, იმ საზარელი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მთელ ამ საქმეში საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურაება ამ მკვლელობის დაუნდობელი და სასტიკი ხელწერა, იმ ე.წ. ძიძგილაობის მოტივთან შესაბამისობაში, რის გამოც ეს უბედურება ამ ფორმით დატრიალდა:
ა) ისეთი რა უნდა დაგიშავოს თანატოლმა, რომ ეცე და ზურგიდან ასე უწყალოდ, ამდენჯერ ჩასცე დანა?! - შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას ცოცხალ-მკვდარსა და დაცემულს კიდე ურჭობდნენ დანებს ზომბები! ასი წელი არ დავიჯერებ, რომ ამას 1 ან 2 სჩადიოდა და ამ დროს დანარჩენებმა "შიშით არ იცოდნენ რა ექნათ"!
ბ) რატომღაც მგონია, რომ ამ მკვლელობას რაღაც "სექტანტურ-ფსიქოდელური" ნაზავის სუნი უფრო ასდის, ვიდრე რამე შურისძიების ... გამოძიება ცხადია ვღაც "დანის დამრტყმელს" იპოვის და სავარაუდოდ ეს ვიღაც-ნაძღლი საკუთარ თავზე აიღებს იმ დანარჩენთა ნაძღლობას, რომლებიც ალბათ უბედურ მსხვერპლს აკავებდნენ, რათა ეს ახვარი გაკავებულ მსხვერპლს ასე თავისუფლად და სადისტურად გასწორებოდა!
გ) არ გიჩნდებათ კითხვა - რა საჭროა იყო ამ სადისტური მკლელობის ამსახველი ფოტოების პროსტინასავით გამოფენა, მთელი სოც-ქსელები რომ შემოიარა?!...საიდან და რა გზებით აღმოჩდნენ ფაქტის ამაზრზენი დეტალები ასე ბილბორდებივით შარა-გზაზე გამოფენილნი?! ...განა შეიძლება ასე სასეიროდ და საჯაროდ მედიისა და სოც-ქსელების მიმოხილვის საგნად აქციო ყოველივე ის, რაც მხოლოდ გამოძიების და კრიმინალური ექსპერტიზის საქმე უნდა იყოს - დაჩეხილი და ნაწამები გვამი იქნება ეს, თუ წამების დროს გმოყოფილი ექსკრემენტები?!
...მესმის სხვა დროა და სხვა რეალობს კადრის წინაშე ვდგავართ...ამ კადრს აქვს ტავისი ფსიქოლოგიური განზომილება და ამ განზომილებაზე მინდა შემოგთავაზოთ საუბარი...თუ რა თქმა უნდა დარჩით ამ განყ-ში ისინი, ვისაც ეს თემა გაინტერესებთ და გონთგეწიფებათ!
- რა კავშირშიაო იტყვით და ... ერთ უფლისაგან დავიწყებულ "პსიხუშკაში", იყო გარეგნობით საკმაოდ მშვიდი და სიმპათიური პაციენტი, რომელმაც ერთხელ მედდას მაკრატელი გაუყარა ბოქვენში და წამებით მოკლა!
მე-13 G პალატის კაპუსტებმა, მას მოფერებით
"გური კუტ-მაკრატელა" შეარქვეს!
ეს მედდა კი იყო საავადმყოფოს მთავარი ექიმის და ...იმ მთავარი ექიმის, რომელსაც თავის დროზე და შემდეგ წლების განმავლობაში პრეპარატის დოზა არ დაუშურებია 27 წლის ნევროტიკი გურისთვის, რათა იგი გენდერულად გაეუვნობელჰყო "უსაფრთხოების" მიზნით! ასე იქცა გური მონსტრად - "გური კუტმაკრატელად"!
...ბავშვის, მოზარდის ფსიქიკა უზარმაზარი ენერგეტიკის მატარებელია, მაგრამ ამავე დროს ლაბლურია და მოწყვლადი! ... ეს ებერგეტიკა შეიძლება მიმართო და ესტეთიკისკენ, ცოდნისკენ ძიებისაკენ და შეიძლება მისგან რაფინირებული ჯეკი-მფატრავი ან ტერმინატორი გამოზარდო!
უბედურებისაგან არავინაა დზღვეული, მაგრამ...მტრებში მოხვედრილ ადამიანსაც ესაჭიროება იმის იმედი, რომ იმ მტერშიც გაიღვიძებს ადამიანი რომელიც ასე დასაჯიჯგნად სასიკვდილოდ არ გაიმეტებს.
P.S. ...ჩემს ნახევარსაუკუნოვან მეხსიერებაში - უამრავჯერ გვიჩხუბია, ვიღაცა ვირაცას დაუჭრია, ყბა ჩაუმტვრევია, ხელი ამოუგდია, მაგრამ ისიც მახსოვს - ხშირად "მტრებიც" გამოგვსარჩლებიან და იმენა თავისიანისთვის არ მიუციათ უფლება ბოლომდე გაემეტებინა ადამიანი...და თუ კლავდნენ, არა ასე სადისტურად და ნაძღლურად - ეს კიდე სხვა მოვლენაა და სხვა ფენომენი!
This post has been edited by Stalker2005 on 6 Dec 2017, 01:34
მიმაგრებული სურათი