ბლოკის დანადგარის მინი პაკეტს აქვს ასეთი მუშაობის პრინციპი:
სპეციალურ საზელში იყრება საჭირო პროპორციით ბლოკის შემადგენელი კომპონენტები წყლის ჩათვლით.
ნარევის არევის შემდეგ ავტომატურად იტვირთება (საზელზე მაკონტროლებლის კონტროლით) სატარებელ ბილიკზე, ისე რომ აღარ არის საჭირო არც ექსკავატორის არც მუშახელის დახმარებით ამ მასალის ჩატვირთვა საპრეს დანადგარზე.
ბილიკიდან ეს ნარევი ჩაედინება ბლოკის დანადგარის (
blokis cexi) ბუნკერში სადაც გროვდება მანამ სანამ მემანქანე არ ჩართავს საპრესს და არ დაიწყებს დაბეჭდვას.
იმის შემდეგ რაც დამზადდება საბეჭდის მიერ ფიცარზე დალაგებული ბლოკები, ადგილიდან დაუძრელად მოხდება მათი ფიცრიანად გაცურება. ამ დანადგართან ერთად მოყოლებული სპეციალური საწევი “ურიკა” გაძლევთ საშუალებას ადვილად შეაცუროთ ფიცარი და გადაიტანოთ სასურველ ადგილას.
სტანდარტული ბლოკის ცეხის მუშაობის პრინციპი:
ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს ეგრეთ წოდებულ სტანდარტულ პაკეტს ემატება რამოდენიმე კომპნენტი: ორმხრიანი ჩასაყრელი ვიბრაციული ძირით, კონვეიერის ბილიკი, ცისტერნა, ცემენტის, სატვირთი მილი.
ორმხრიანი ჩასაყრელი ვიბრაციული ძირი: გაძლევთ საშუალებას გადაანაწილოთ სხვადასხვა ბლოკში დანამატი მასალა ისე რომ შეიძლებოდეს მისი ხარისხიანად შერევა ცემენტსა და წყალთან შეხებამდე.
დამატებითი კონვეიერის ბილიკი: ქვასა და დანამატებს უკვე გადანაწილებულსა და შესარევად გამზადებულს ყრის საზელში.
ცისტერნა: მასში მოთავსებულია ცემენტის მასა რომელიც იყრება სარევში.
ცემენტის სატვირთი მილი: აგრეგატი,რომლის საშუალებითაც მას ცემენტი იყრება საზელში.
ბლოკის დანადგარის ფასი დამოკიდებულია მის ბლოკის ერთეულების გამომუშავების და ამისათვის საჭირო მუშახელის ექსპლოატაციაზე.