ვყიდი ჩემს Samsung Galaxy Note 4-ს. არის იდეალურ მდგომარეობაში, 32გბ ვერსია, მოყვება 3 ელემენტი, საკმაოდ ნორმალურად უძლებს დატვირთვას. ასევე მოყვება ელემენტის გარე დამტენი, ანუ სანამ ერთ ელემენტს იყენებთ, მეორეს დატენით.
თვითონ ტელეფონი არის უნაკლო, ეკრანზე ბრონი აქვს, არანაირი ბარნი და რამე ნაკლი არ აქვს ეკრანს, თვითონ ბრონის ქვეშ არის უნაკაწრო (თუ ნაღდად ყიდულობთ ტელეფონს შეგიძლიათ მოხსნათ ბრონი რომ დარწმუნდეთ რომ მართლა უნაკაწროა), კანტებზე არანაირი ხარვეზი არ აქვს. კამერის შუშაზე აქვს პატარა ნაკაწრები და ვაყოლებ სულ ახალ შუშას, რომელიც კაი ხნის წინ ნაყიდი მაქ.
სურვილის შემთხვევაში გამოგიცვლით ადგილზევე მაგ შუშას, ტელეფონის დაშლა ამისთვის არ ჭირდება.
იხილეთ სურათები.
4G მაგთიზე და ჯეოსელზე მუშაობს, ბილაინზე არ ვიცი. არის ამერიკული T-Mobile ვერსია.
აყენია ანდროიდ 6.0.1
არის თვითონ ტელეფონი, 3 ელემენტი, გარე ელემენტის დამტენი, კამერის ახალი შუშა, უსბ კაბელი.
ტელეფონს აქვს მართი ერთი ნაკლი, უსბ ყურები აქვს დაზიანებული და დატენვის დროს ან კაბელზე რამე უნდა დაიდოს სიმძიმის პონტში ან პატარა ქაღალდი დაიდოს თვითონ უსბ-ზე.
ამ ტელეფონს კაი ხანია აღარ ვხმარობ და დევს სახლში, მაგ პრობლემის მოსაგვარებლად არც მცალია. ახალი უსბ-პორტი ღირს 4-5$ ებაიზე.
სხვა ნაკლი ტელეფონს არ აქვს!
ვყიდი მაგის გამო 250 ლარად.