დღეს ვაკის ასპრიადან რო გამოვედი დავინახე 88 ნომერმა როგორ გამასწრო გაჩერებიდან.
უკან 140 მოყვებოდა და ეგრევე დავარივოკე რო 140-სთვის მიმესწრო.
ავედი იმ მუღამში რო 88-ს დავეწეოდით და გაადავჯდებოდი მერე 88-ში.
მოკლედ მივყვებით და სულ გვასწრებს. თამარაშვილის დაღმართზე ვართ და წინ არის აშკარად. დელისამდე უნდა მოვასწრო თან, თორე მერე ქავთარაძეზე მიდის და ეგაა, გაგვექცევა დამნაშავე.
თამარაშვილის ბოლოსკენ მივხვდი რო წინა კარებთან უნდა გადავსულიყავი, ასე უფრო მალე მოვასწრებდი გადაჯდომას 88-ში. მძღოლს გავხედე და ვუთხარი, ვერ დაეწევი ამას, გადაჯდომა მინდათქო. გამომხედა და აუჩქარა კიდევაც. მაგაზე გაწყენინებ ჯეიმს-ო, ასე მითხრა. მიხვდა ეტყობა რო აგენტ ნოლ ნოლ სემი ვიყავი. ბოლოს დელისთან ჩავირბინე და მოვასწარი კიდევაც 88-ში გადაჯდომა.
თავი მართლა მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა
The greatest discovery of any generation is that a human being can alter his life by altering his attitude