Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(77)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ოთარ ჭილაძე
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
წერილები: 11063
წევრი No.: 19934
რეგისტრ.: 25-May 06
#8691171
· 29 Feb 2008, 18:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან მიყვარს მისი ლექსები :love:
განურჩველად ყველა
რამდენიმეს დავწერ..
რაც დასახარჯი არსებობს - ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს- ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.
ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.
მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
1968
მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...
ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.
კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.
1951.
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.
გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე ...... სულში.
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც....
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.
1957.
:)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
live_less
Super Member
ჯგუფი: Registered
live_less
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 874
წევრი No.: 50520
რეგისტრ.: 2-January 08
#8691550
· 29 Feb 2008, 19:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არამარტო ლექსები აქვს ოთარ ჭილაძეს კარგი, ყველას გირჩევთ მისი პუბლიცისტიკის წაკითხვას:love:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chorven:)
___________
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
chorven:)
___________
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3719
წევრი No.: 51640
რეგისტრ.: 16-January 08
#8691586
· 29 Feb 2008, 19:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი უსაყვარლესი პოეტი :)
კარგია,ეს თემა რომ გახსენით:)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xachapuridze
Crazy Member
ჯგუფი: Members
xachapuridze
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07
#8692635
· 29 Feb 2008, 21:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამოთხოვება
ქ. ლ.
რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ!
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელიც ახლავს,
რაც არ უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ ალბათ გამიჭირდება
მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა, რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად,
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით,
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი და
მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად.
და რისხვა, გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით,
და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება,
რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად,
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი,
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში...
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვს გროვდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.
მაგრამ იქამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ.
1966
აბა, შეყვარებულებო, დაიჭით!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
წერილები: 11063
წევრი No.: 19934
რეგისტრ.: 25-May 06
#8693103
· 29 Feb 2008, 22:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღესაც გრძელდება დღესაც ასეა
ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცვლის ხასიათს
ქარი, სიჩუმე .. და ფოთოლცვენა....
მე, შეიძლება, დღეს დამეწერა
ის, რაც მაწვალებს გაჩენის დღიდან,
მაგრამ ჩემს თვალწინს მოწყდა კენწერო,
რომელსაც გუშინ ქარი ვერ ხრიდა.
და ისევ ქუჩებს ვუბრუნებს თვალებს,
თითქოს მდინარეს ვუბრუნებ თევზებს
და ვიცდი, რადაგნ ვიცი, რომ მალე
ამტკივდებიან ფიქრები შენზე.
დღესაც ასეა დღესაც ასეა
ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცლს ხასიათს
ქარი... სიჩუმე .. და ფოთოლცვენა....
1959
ხო სულ დამავიწყდა რომ ეს ლექსი ეძღვენება გალაქტიონ ტაბიძის ხსოვნას :yes:
live_less
QUOTE
არამარტო ლექსები აქვს ოთარ ჭილაძეს კარგი, ყველას გირჩევთ მისი პუბლიცისტიკის წაკითხვას
:yes:
მაგრამ ლექსები განსაკუთრებულად მიყვარს.. :jump:
This post has been edited by
hexe
on 29 Feb 2008, 22:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
anaana_ana
:)
ჯგუფი: Registered
anaana_ana
:)
ჯგუფი: Registered
წერილები: 231
წევრი No.: 48302
რეგისტრ.: 1-December 07
#8711195
· 3 Mar 2008, 22:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან,, ვთვლი რომ ერთერთი საუკეთესოთაგანია რაც კი წამიკითხავ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss Lula Yorke
Nachtpfauenauge
ჯგუფი: Registered
Miss Lula Yorke
Nachtpfauenauge
ჯგუფი: Registered
წერილები: 1585
წევრი No.: 52154
რეგისტრ.: 22-January 08
#8721071
· 4 Mar 2008, 20:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
anaana_ana
მე ეხლახან წავიკითხე და გავგიჟდი
უმაგრესია
ალექსანდრეზე ჩემი საყვარელი პერსონაჟია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
anaana_ana
:)
ჯგუფი: Registered
anaana_ana
:)
ჯგუფი: Registered
წერილები: 231
წევრი No.: 48302
რეგისტრ.: 1-December 07
#8722138
· 4 Mar 2008, 22:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ალექსანდრეზე ჩემი საყვარელი პერსონაჟია
:)
მახსოვს,მაგ წიგნზე მითხრეს რო ვურჩიე წაიკითხე_მეთქი რა არის რა გარყვნილებაა(ალბათ თათარის და ანას სიყვარული არ მოეწონა)აი თათარს კი ძალიან უყვარდა.გიორგი (ანას შვილი)დედის უკეთეს ორეულს ძერწავდა..ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე და თვითოეული პერსონაჟის სახელი მახსოვს .თოჯინას რა ერქვა დამავიწყდა..მოკლედ ძალიან მიყვარს..და
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss Lula Yorke
Nachtpfauenauge
ჯგუფი: Registered
Miss Lula Yorke
Nachtpfauenauge
ჯგუფი: Registered
წერილები: 1585
წევრი No.: 52154
რეგისტრ.: 22-January 08
#8725956
· 5 Mar 2008, 11:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ანეტას ტოჯინას ასკლიპიოდოტა ერქვა:)
მეც ვთვლი რო ერთერთი გამოჩეული წიგნია რაც კი ოდესმე წამიკითხავს
:love:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
perfectstranger
Crazy Member
ჯგუფი: Members
perfectstranger
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3132
წევრი No.: 19244
რეგისტრ.: 13-April 06
#8726255
· 5 Mar 2008, 11:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც ძალიან მიყვარს ოთარ ჭილაძე. რომანები, პროზა, პუბლიცისტიკა... ყველაფერი ძალიან ძლიერი აქვს.
,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ჭილაძის პირველი რომანია, საოცარია...
This post has been edited by
perfectstranger
on 5 Mar 2008, 11:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
anaana_ana
:)
ჯგუფი: Registered
anaana_ana
:)
ჯგუფი: Registered
წერილები: 231
წევრი No.: 48302
რეგისტრ.: 1-December 07
#8728183
· 5 Mar 2008, 15:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ჭილაძის პირველი რომანია, საოცარია...
მახსოვს ფარნავაზი(მგონი ესე ერქვა)როგორ უყვარდა მთელი ცხოვრება ერთ ქალს და როგორ არ მომწონდა,საცოდავის ფსიქოლოგია იყო,იმ ქალში,ყველაფერს ითმენდა და ელოდა და ბოლოს იღებდა..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
წერილები: 11063
წევრი No.: 19934
რეგისტრ.: 25-May 06
#8736999
· 6 Mar 2008, 10:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან,,
დიდი ხნის წინ წავიკითხე მაგრამ ეხლაც დეტალებში მახსოვს ყველაფერი
იმდენად დდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე
მართლა ძალიან კარგი წიგნია..
QUOTE
ანეტას ტოჯინას ასკლიპიოდოტა ერქვა
ჰეჰ თოჯინის სახელი კი აღარ მახსოვდა..
მაგრაამ მახსოვს ეს თოჯინა ბაბუამ იმიტომ უყიდა რომ ანეტა არ გაზრდილიყო და შესაბამისად ის არ დაბერებულიყო..
QUOTE
,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ჭილაძის პირველი რომანია, საოცარია...
პირველი რომანი თუ იყო ნამდვილად არ ვიცოდი..
ესეც ძალიან კარგია.. :)
და საერთოდ მისი გმირები ყველა ძალიან განსხვავებული და გამორჩეულია..
ერთმანეთს არ გვანან..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Don Diego
Indulto
ჯგუფი: Registered
Don Diego
Indulto
ჯგუფი: Registered
წერილები: 1870
წევრი No.: 52304
რეგისტრ.: 24-January 08
#8742640
· 6 Mar 2008, 20:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
perfectstranger
QUOTE
,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ჭილაძის პირველი რომანია
უკვე რამდენი გამოეხმაურა ამ ციტატას, მაგრამ მეც ვიტყვი, რომ ,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან უფრო ადრე დაიწერა". თუმცა ეგ არ არის მთავარი. ორივე შესანიშნავი ნაწარმოებია. გირჩევთ ბოლო რომანი ,,გოდორი" წაიკითხოთ, ოღონდ წინასწარ დასამშვიდებლები მიიღეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
წერილები: 11063
წევრი No.: 19934
რეგისტრ.: 25-May 06
#8742776
· 6 Mar 2008, 20:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
,,გოდორი" წაიკითხოთ, ოღონდ წინასწარ დასამშვიდებლები მიიღეთ
რატომ რა არის ასეთი?
:)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Don Diego
Indulto
ჯგუფი: Registered
Don Diego
Indulto
ჯგუფი: Registered
წერილები: 1870
წევრი No.: 52304
რეგისტრ.: 24-January 08
#8742840
· 6 Mar 2008, 20:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
hexe
QUOTE
რატომ რა არის ასეთი?
სიმართლეა ჩვენზე, ქართველებზე, მწარე სიმართლე...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(77)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0447 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.