თბილისის მერიის თანამშრომლები დავით ნარმანიას მერის პოსტზე ყოფნის პერიოდში ერთდროულად რამდენიმე საქალაქო სამსახურში იყვნენ დასაქმებულები. „კურიერმა“ დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც ადასტურებს, რომ ერთი და იგივე პირები შრომით ანაზღაურებას ერთდროულად რამდენიმე სამსახურიდან იღებდნენ, რაც ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდებოდა.
6 მილიონ 29 ათას 665 ლარი მხოლოდ ოქტომბერში სწორედ თანამდებობრივ სარგოზე დაიხარჯა. მათ შორის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ყოველთვიურად თბილისის მერის ანაზღაურებაზე გაცილებით დიდ თანხას იღებენ და ეს პრივილეგიები დღემდე შენარჩუნებული აქვთ.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტში სულ 5147 დასაქმებულია, თუმცა თანამდებობრივი სარგო 6393-ზეა გაცემული.
http://rustavi2.ge/ka/news/91576საინტერესოა, რა საჭიროა 5147 თანამშრომელი თბილისის მართვისთვის და რა ეტყობა საერთოდ ქალაქს, რომ ამდენი ადამიანი მუშაობს მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობისთვის? ან, 5147 ადამიანი თუ მუშაობს, რატომ გაიცემა თანხები 6393 ადამიანზე? ამავე რეპორტაჟში ნაჩვენებია, რომ ერთი ადამიანი ერთდროულად 4 ხელფასს იღებს მერიის სხვადასხვა სამსახურში. არც ვიცი, რა უნდა ვთქვა რა, მერე აქ ზოგიერთები გამოვლენ და ჭკუის სწავლებას დაიწყებენ, რომ ქოცები უფრო ეფექტურად მუშაობენ და რომ ლარის ვარდნა უცხოეთის ფაქტორებს უკავშირდებაო. ბარდაკია რა ქვეყანაში და სარგებლობენ ზოგიერთები ამით, ლარსა და ქვეყნის ბიუჯეტს კი ამასობაში დედა არ ყავთ...
This post has been edited by vaska_06 on 8 Dec 2017, 21:51