Natuka NGNSolveigvano_tოკ, მოდი მივყვეთ დასაბუთებულად და აქედან გამომდინარე გადავწყვიტოთ რა იყო სწორი და რა მცდარი.
სურათებს სპოილერში ჩავსვავ კომფორტულად დასათვალიერებლად. ექოსკოპიის ფურცლებს დავნომრავ ექოსკოპისტების მიხედვით. გვარებს ვმალავ მაინც ვინც ვფიქრობ რომ მცარ პასუხს მიწერდა მთელი 3 წელი და გავარჩიოთ.
1. პირველად კენჭები დააფიქსირა ერთმა ექოსკოპისტმა, მანამდე წინა წელს რომ ვაკონტროლებდი და თან მსუბუქი დისკომფორტიც იყო და პირველად ცისტიტი, ორმა ექოსკოპისტმა ვერაფერი ნახა. 1 წელში ასე უცბად კენჭები არ ჩნდება. ე.წ ცისტაც ასე 7 თვის შემდეგ დააფიქსირა #1 ექოსკოპისტმა
2015 წელი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
04.03.2015

26.11.2015

2016 წელი, ამ წელს ციტიტმა შემიკლა, გაზაფხულზე პლიუს პიელონეფრიტიც იყო. პიელოზე ცეფტრიაქსონის ნემსი 5 დღე, მეორეზე ლევოფლოქსაცინი 5 დღე.
ივლისში ისევ ცისტიტი, 2 კურსი დავლიე ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი მაგრამ ბოლომე ვერ ალაგდა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს მეორე ექოსკოპისტი ცისტურად დილატაციას წერს ყოველთვის

სექტემბერში კენჭის გავლა იყო , თავისით ჩავარდა. ამ კენჭის გავლის დროს ისევ ლეიკოციტები 500++ იყო და ისევ ანთება იყო.

* * *
თავიდან დავწერ ვერ დავაედიტე წინა პოსტი ნელა ვწერდი.
Natuka NGNSolveigvano_tოკ, მოდი მივყვეთ დასაბუთებულად და აქედან გამომდინარე გადავწყვიტოთ რა იყო სწორი და რა მცდარი.
სურათებს სპოილერში ჩავსვავ კომფორტულად დასათვალიერებლად. ექოსკოპიის ფურცლებს დავნომრავ ექოსკოპისტების მიხედვით. გვარებს ვმალავ მაინც ვინც ვფიქრობ რომ მცდარ პასუხს მიწერდა მთელი 3 წელი და გავარჩიოთ.
1. პირველად კენჭები დააფიქსირა ერთმა ექოსკოპისტმა, მანამდე წინა წელს რომ ვაკონტროლებდი და თან მსუბუქი დისკომფორტიც იყო და პირველად ცისტიტი, მანამდე ორმა ექოსკოპისტმა ვერაფერი ნახა რომ ვაკონტროლებდი. ე.წ ცისტაც ასე 7 თვის შემდეგ დააფიქსირა #1 ექოსკოპისტმა. ამ წელს ერთხელ ცისტიტიც იყო.
2015 წელი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
04.03.2015

05.03.2015 დათესვა არ გაუკეთებიათ თუ რა ბაქტერია იყო. მარტივად ანტიბიოტიკი დანიშნეს. დიდი არც არაფერი ამოვიდოდა სავარაუდოდ. ან ენტეროკოკი ან რამე მსგავსი.

26.11.2015

2016 წელი, ამ წელს ციტიტმა შემიკლა, გაზაფხულზე პლიუს პიელონეფრიტიც იყო. პიელოზე ცეფტრიაქსონის ნემსი 5 დღე, ცისტიტზე ლევოფლოქსაცინი 5 დღე.
ივლისში ისევ ცისტიტი, 2 კურსი დავლიე ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი მაგრამ ბოლომე ვერ ალაგდა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს მეორე ექოსკოპისტი ცისტურად დილატაციას წერს ყოველთვის
12.08.2016

20.09.2016 სექტემბერში კენჭის გავლა იყო , თავისით ჩავარდა. ამ კენჭის გავლის დროს ისევ ლეიკოციტები 500++ იყო და ისევ ანთება იყო.

21.09.2016 ეს მეორე დღეს როდესაც კენჭი ჩავარდა.

ამ კენჭის ჩავარდნის შემდეგ რახან ურატული კენჭები იყო(რენტგენო ნეგატიურია კენჭები) დამინიშნეს ურალიტი ამ კენჭების დასაშლელად და რამოდენიმე თვის ექოსკოპიაშიც ჩანს რომ კენჭები 2 ცალია დარჩენილი . მაგრამ ამ კენჭის გავლის მერე 2 კვირაში დამეწყო ტკივილი გვერდზე სადაც შარდსაწვეთი და შარდის ბუშტი ერთდება ამ არეაში, რომელიც დღემდე გრძელდება. თუმცა კენჭის გავლა არ დაფიქსირებულა ამის მერე. ეს ტკივილი ქრება თუ მიიღებ წყალს სისტემატურად და რეგულარულად, ანუ როდესაც რეცხვა ხდება არ გაწუხებს. საკმარისია მარილიანი ან მწარე ჭამო ან ერთი 2 საათი არ დალიო წყალი და კედლებზე აგიყვანს. გამაყუჩებელის გაკეთება გჭირდება ისეთი გაუსაძლისია.
27.10.2016
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2017 წელი
იანვარში დაიწყო სიცხეები, თირკმელთან ტკივილი და 38 უცბად, ისევ ანტიბიოტიკი დამინიშნეს 5 დღე ცეფტრიაქსონი ნემსი.
შემდეგ თებერვალში იგივე გაიმეორა და ისევ ანტიბიოტიკი. მარტში ისევ სიცხე და მივედი უკვე უროლოგიურში.
მანამდე ისევ ექოსკოპიით გადავამოწმე მეთქი რა ხდება. ამ ექოსკოპისტმა ზედმეტად დიდი კენჭები დამიწერა. ცისტა არ გახსენებია.
მეორე ექოსკოპისტმა დააფიქსირა პასაჟის დროს შეგუბება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
23.02.2017

20.03.2017

დაიწყეს კვლევა. რენტგენი კონტრასტით, ვერაფერი კონკრეტული პასუხი ვერ დაიდო.
21.03.2017
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გაკეთდა კატე კონტრასტით. ამანაც ცისტა დააფიქსირა და კენჭები დათვალა ზუსტად

)) პრობლემის პასუხი ვერ დაიდო.
24.03.2017
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნათესში ვერაფერი ვერ აღმოჩნდა. დაწერეს რომ ნათესი სტერილური იყო. ც რეაქტიული ცილა და კრეატინინი ნორმაში იყო.
გაკეთდა ციტოლოგია. ციტოლოგიის პასუხიდან გამომდინარე კატეს პასუხიდან გამომდინარე (კატე ევექსმა გააკეთა სადაც ცისტა ჩაწერა ) ბიოფსია გავაკეთოთო რადგან უროლოგიის ტომოგრამისტი ამბობდა რომ ეს არაა ცისტა, ან მულტიკისტოზია ან ტუბერკულოზურიო.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
05.04.2017

ასეთი გაურკვეველი სიტუაცის გამო წავედი სხვა უროლოგთან. იმასთან ანალიზში ამოვიდა ენტეროკოკი. ციტოლოგიაში კი დაწერეს რომ სურათი შეესაბამება ანთებით პროცესს. გავიკეთე 20 ნემსი ბაქატამედი და ეს ენტეროკოკი ალაგდა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
10.04.2017

11.04.2017

12.04.2017 ისევ მორიგი ექო. არაფერი ახალი. ამასთანავე ამ ექოსკოპისტს (2) ვუთხარი რომ ეჭვი იყო ტუბერკულოზზე და ის ცისტა არ იყო. არაო, ცისტააო არ გადათქვა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზაფხული ვაივაგლახით გავიდა, იმ ანტიბიოტიკის კურსმა 1 თვე მიშველასავით და ისევ დაიწყო დისკომფორტი.
ოქტომბერში ისევ სიცხე მომცა.
გავიკეთე ისევ ეხო. არაფერი ახალი.
11.10.2017
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კონტრასტით ვნახეთ თუ იყო რამე ცვლილება ეს კიდევ ერთმა უროლოგმა გადამამოწმებინა. ის სტრიქტურა რაც მარტში იყო კიდევ უფრო გადიდებული იყო.
გამოითქვა აზრი რომ ამის გამო შეგუბება იწვევდა ანთებას.
12.10.2017
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
და ბოლოს როგორც იქნა ბოლო უროლოგმა ტუბერკულოზი გამოვრიცხოთო. 2 ვარიანტია. ან პისიარი 100% სიზუსტე აქვს თითქმის, ან მეორე - ტუბდისპანსერში ანალიზი, რომელიც 40% სიზუსტისაა და დიდი ალბათობით არ ამოვა დათესვის გარეშე რომელსაც 2 თვე უნდაო. ასევე ექოსკოპისტთან გაგიშვებ რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი რომ გადავამოწმოთო. ასევე დავთესეთ რადგანაც ისევ ლეიკოციტები იყო ძალიან დიდი რაოდენობით.
ესეც შედეგი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
16.10.2017


ამ პასუხებით წავედი ტუბდისპანსერში და ჩამსვეს პროგრამაში , ანალიზში ვერაფერი ნახეს , როგორც ბოლო ჩემმა უროლოგმა თქვა ზუსტად ეგრე ახდა. თუმცა ტუბდისპანსერიის უროლოგმა საკმარისი მიზეზი მაქვს რომ პროგრამაში ჩაგსვა და მკურნალობა დავიწყოთო.
და ბოლოს მივედი იმ ექოსკოპისტთან რომელიც მითხრა ბოლო უროლოგმა რომ ამას ვენდობი და გადავამოწმოთო და ესეც შედეგი. მოდი და ნუ მოგეშლება ნერვები.. რაზეც 3 წელი ცისტას წერდნენ არაა ცისტა. გამოდის რომ 3 წლის წინ ამ ექოსკოპისტთან რომ მივსულიყავი, ასე არ გართულდებოდა და ამდენს არ ვიწვალებდი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
9.11.2017

* * *
vano_t დისპანსერში მკურნალობის დაწყებამდე 2 ჯერ მოხდა ანალიზის აღება და დაითესა. 1 თვის უკან ამოვიდა პასუხი. დადებითია, არის ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია და მგრძნობიარეა რიფამპიცინზეც და იზონიაზიდზეც. 2 თვე 4 წამალს ვსვამდი და მარტო რიფამპიცინი და იზონიაზიდი დამიტოვეს. ეტამბუტოლი და პირაზინამიდი ამოიღეს.
* * *
ფილტვების ექოზე 2016 წელს სექტემბერშიც მივედი დისპანსერში რადგან ღამე მაოფლიანებდა და საერთო სისუსტეც იყო. გადაიღეს და არაფერიაო. მეორედ შარშან მივედი ეჭვი რომ გამოითქვა. მეთქი თირკმლის ტუბერკულოზს ეჭვობენ და როგორ გამოვრიცხოთ მეთქი. ისევ ფილტვები გადაიღეს და არაფერიაო გამომიშვეს. რა შუაში იყო ფილტვები ? ppd ესეთი არაფერი გაუკეთებიათ. საშარდე გზების ინფექციის ნიშნები სულ იყო. სულ წვა და სულ მოშარდვის შეგრძნება. რაც ტუბის წამლების სმა დავიწყე მას მერე ალაგდა. 1 თვის წინ გაკეთებულ ნათესში არაფერი ბაქტერია არ ამოვიდა თუმცა ანალიზში 15-20 ლეიკოციტია მხ. არეში და 60-80 ერითროციტი. რაღაც ვერ არის ფაქტია ჯერ კიდევ.
რეზისტენტული არანაირი ბაქტერია არ ამოთესილა. ყველა ყოველთვის მგრძნობიარე იყო. განმეორებით რომ ჩნდებოდა მე მგონია მიკობაქტერიით გამოწვეული დაზიანებების ნიადაგზე ჩნდებოდა ადვილად... შევიწროვება ან შეგუბება აქამდე არ ყოფილა არასდროს სანამ კარგად არ გართულდა. კენჭები აი მაგ ე.წ ცისტას გამოჩენის შემდეგ დაიწყო. ფაქტია დიაგნოზი დადასტურდა. ტბ. კერები სხვაგან სად უნდა ეძებონ კიდევ? ფილტვები სუფთაა. თირკმლის ცვლილება შეიძლება იმიტომ არაა რომ თან ვყვები ზედ ეს 3 წელია.
This post has been edited by Moen26 on 7 Feb 2018, 23:29