გამარჯობა,
თბილისში ახალ შეძენილ კომერციულ ობიექტში გაზის შეყვანა მინდა,
მივმართე ყაზტრანსგაზ (ამ ტერიტორიის ლიცენზიატი არის ყაზტრანსგაზი),
ოფიციალურად მომივიდა პასუხი რომ 300 მეტრის რადიუსში არ გადის ყაზტრანსგაზის გაზგამანაწილებელი ქსელი და ვერ გავაკეთებთო, ყაზტრანსგაზის გაზგამანაწილებელი ქსელი გადის 380 მეტრში და შესაბამისად თავის ხარჯით არ შეიყვანენ გაზსო. მაგრამ საუბრისას მითხრეს რომ რეალურად გადის 300 მეტრის რადიუსში, უბრალოთ ჩემ ფართს და ყაზტრანსგაზის გაზგამანაწილებელ ქსელს შორის არის კახეთის ავტობანი რომლის ქვეშ "კროტით"გათხრა ძაან ძვირი ჯდება, დაახლოებით 40-50 ათასი ლარი იქნება ხარჯიო. ეს არის მიზეზი რატომაც ვერ გავაკეთებთო.
სემეკთან ტელეფონზე გავიარე კონსულტაცია, ვუთხარი საკადასტრო კოდი, ყველაფერი შეაქმოწმეს და ტელეფონზე მითხრეს რომ ყაზტრანსგაზის გაზგამანაწილებელი ქსელი უფრო ახლოს გადის ვიდრე 300 მეტრის რადიუსი.
მოგვმართეთ წერილობით და ყაზტრანსგაზ დავავალდებულებთ გაზის შეყვანას.
დავწერე წერილი , ოფიციალური პასუხი უნდა მოსულიყო 10 დღის განმავლობაში, მაგრამ მომივიდა 1 თვეში და აქაც პასუხი არის უარყოფითი.
მეუბნებიან, რომ მილი 300 მეტრში არ გადის.
დავიწყე ჩემით გამოძიება, ვკითხე ახლობლებს ვინც ერკვევა ამ საქმეში და ა.შ. მოკლედ გაირკვა რომ ჩემ ფართიდან 300 მეტრის რადიუსში ყაზტრანსგაზის გაზგამანაწილებელი ქსელი 2 ადგილას გადის, ერთი არის დაშორებული 240 მეტრით და მეორე 290 მეტრით.
ისევ დავურეკე სემეკს, ყველაფერი ავუხსენი - ტელეფონით მივიღე პასუხი, რომ თვითონ არ იციან სად რომელი მილი გადის და ამის შესახებ გებულობენ ლიცენზიატისგან (ანუ ყაზტრანსგაზისგან).
ისევ მეუბნებიან წერილობით მოგვმართეთ და ყველაფერს გავარკვევთო.
მე მგონი შეკრულები არიან

როგორ მოვიქცე ? ვის მივმართო ?