მოგესლამებით მეგობრებო.
ვეძებე და ვერსად ვერ ვნახე ეს თემა.
მოდით აქ ვისაუბროთ გაგრილების სისტემებზე, სახლის პირობებში.
ამჟამად მე მაქვს 8 ვიდეო კარტა და ზამთრის ხარჯზე, პრობლემა არ მაქვს რომ გავაგრილო კარტები....ერთი ოთახი მაქვს გამოყოფილი და ფანჯარა მაქვს ღია...უახლოეს მომავალში ვაპირებ რომ ფანჯარას გავუკეთე ჰაერის ფილტრი, რათა დამტვერიანება ავიცილო თავიდან....
ასევე მინდა რომ ნელ-ნელა მოვემზადო ზაფხულისთვის.....
როგორც ინტერნეტში მოვქექე, მთავარია ოთახში, სადაც გვედგება კარტები, გვქონდეს ჰაერის შემოტანა და გატანა...და რაც მთავარია, გვქონდეს მძლავრი ვენტილატორი მიმართული ვიდეო კარტებზე, რათა მოხდეს ამ ცხელი ჰაერის გაფანტვა....
თუ ამ პრინციპს გავყვები, მექმნება ერთი პრობლემა....ის ოთახი სადაც ეს კარტები მიდგას, აქვს მხოლოდ 1 ფანჯარა....შესაბამისად ამ ერთი ფანჯრიდან შემოტანა/გატანა როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი....
ხოდა მოკლედ გავუზიაროთ ერთმანეთს რჩევები და დავეხმაროთ კარტების გაგრილებაში

))