#51837189 · 15 Dec 2017, 03:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | მე რამდენადაც ვიცი არსებობს ძირითადი საშუალებების გარკვეული ნუსხა, რომლის იმპორტის დროსაც იმპორტიორი დღგ-სგან თავისუფლდება. ძირითადი საშუალებების ნუსხაში შედის საწარმოო დანიშნულების მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და მექანიზმები, რომლებიც უშუალოდ წარმოების პროცესში გამოიყენება. ამიტომაც სასაქონლო კოდის გაგება იქნება საჭირო |
რადგან პოლიტიკის განყოფილებაშია ეს კითხვა დასმული ასეთი კითხვასაც დავამატებდი: ვინ და რა კრიტერიუმებით დაადგინა მთავრობაში იმ ძირითადი საშუალებების ნუსხა რომლის იმპორტის დროსაც იმპორტიორი დღგ-სგან თავისუფლდება?
მაგალითად სასაქონლო კოდი 8451 რომელშიც შედის მოწყობილობები ნართის, მასალების ან მზა ტექსტილის ნაწარმის გასარეცხად, გასაწმენდად, გასაწურად, გასაშრობად, გასაუთოვებლად, დასაწნეხად (მასალების თერმოფიქსაციის წნეხების ჩათვლით), გასათეთრებელად, შესაღებად, აპრეტირებისათვის, გასაწყობად, დანაფარის დასატანად ან გასაჟღენთად და მანქანები ქსოვილისა ან სხვა ფუძეზე პასტის დასატანად, გამოსაყენებელი იატაკის საფარების, როგორიცაა ლინოლეუმი, წარმოებაში; მანქანები ტექსტილის მასალების დასახვევად, გასაშლელად, დასაკეცად, დასაჭრელად ან გასახვრეტად იბეგრება იმპორტის დროს 18%-თ
ხოლო სასაქონლო კოდი 8445 რომელშიც შედის მანქანები ტექსტილის ბოჭკოების მოსამზადებლად; სართავი, საორფავებელი ან საგრეხი და სხვა დანადგარები ტექსტილის ნართის დასამზადებლად; ესენი გათავისუფლებულია გადასახადისგან
და ამ დაქცეული ეკონომიკისა და წარმოების მქონე ქვეყანაში სადაც უცხოეთში გადახვეწილი სანათესაოს მიერ გადმორიცხული თანხებით ფართხალებს ლარი, რატომ არ უნდა იყოს ასევე გათავისუფლებული იმპორტის დღგ-სგან ნებისმიერი საწარმოო დანიშნულების მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და მექანიზმები რომლებიც უშუალოდ წარმოების პროცესში გამოიყენება?
This post has been edited by londre on 15 Dec 2017, 03:58
|