"თუ ადამიანს აკავებენ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ცნობილია, როგორც კანონიერი ქურდი, ეს პირი ყოველთვის გამართლდება" გაგი მოსიაშვილი.
.....................................................
"არცერთ საქმეში, რაც მქონია, არ დევს მტკიცებულება, რომ მაგალითად კანონიერმა ქურდმა, ქურდულ გარჩევაში მიიღო მონაწილეობა, ან დაავალა ვინმეს, რომ კონკრეტული პირისთვის მანქანა დაეწვათ, ფული გამოეძალათ, ეცემათ და ა.შ. სასამართლო თავის განაჩენში განმარტავს, რომ სამართლისთვის მნიშვნელოვანია, პირს ჩადენილი ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. ის რომ საზოგადოება კონკრეტულ ადამიანს იცნობს, როგორც კანონიერ ქურდს, ამის გამო ჩვენ მას სასჯელს ვერ მივცემთ", - აღნიშნავს აბესაძე.
...........................................................
"სამართლისთვის არ არის პრიორიტეტი, საზოგადოება როგორ იცნობს პირს, ისე განავრცოს და გაიმეოროს. სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია, რომ ადამიანი იმის გამო უნდა დავიჭიროთ, რადგან მასზე ლაპარაკობენ, რომ კანონიერი ქურდია. პირს უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაულებები, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული პირდაპირი მტკიცებულებებით და არა საიტზე დაწერილით", - აცხადებს ადვოკატი თამარ აბესაძე, რომელიც კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ რამდენიმე პირს იცავდა და ყველა მათგანი გამართლდა.
http://www.ambebi.ge/samartali/216998-rato...aldebulebs.html