დღეს შევხვდი თურქს. გავეცანი როგორც ებრაელი (ებრაელებმა გამიჩითეს ეს კაცი და ასე გამოვიდა)
მოკლედ ხანში შესული კაცი თავისი ბიზნესით. მალევე დავუახლოვდი რამდენიმე საათი ვლაპარაკობდით.
მე ვუთხარი ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს მარა არ მომწონს იქ თქო, ქართველები ცუდად ექცევიან აქ მინდა ჩამოვიყვანოთქო.
მაინტერესებდა რას იტყოდა და აი მერე ამოიქოქა და რა ამოიქოქა.
ტიპმა ხოვო ძაან მათხოვარი ერია მთლიანადო, თურქეთში ბევრი არიანო (მერე ვიღაც გოგოზე მომიყვა რომელსაც იცნობდა წლების წინ. არ უთქვია მარა შევატყე რომ #####ული ყავს.) ჩვენ გვემსახურებიანო მარა მოპარვა უყვართო.
კარგი გოგოები ყავთო თქვა და მერე მოიცა მოიცა გაჩვენოვო და თავის ტელეფონში ჩაყო თავი.
მალევე გამიხსნა გალერეა სადაც 40-50 გოგოს ფოტო იქნებოდა, მითხრა ეს მეგობარმა გამომიგზავნა საქართველოში აქ ბიზნესიო, მითხრა ჩამოდი და აქედან რომელსაც ხელს დაადებ შენი იქნებაო. თან მეუბნება რომ 16-17 წლისებიც ყავს და ზოგი გათხოვილი ქალიც ყოლიათ ოჯახიდან გამოვა მე მოვეფერები და წავა უკანო.
მოკლედ ბო#ი ქალები ყავთო რა დამაჯვა მაგრად.
მე მგონი პირველად შემრცხვა, როგორც წესი უსირცხვილო ვარ მარა რაღაც #ლეურ განწყობაზე დავდექი.
მალევე სომეხიც გაიჩითა, იმან გამაცნო სომეხია მარა სომხეთში არ აქ ნაცხოვრები ბევრიო.
ამ სომეხმა კაროჩეო ნამდვილი ქრისტიანები ჩვენ ვართო ქართველები არ არიან ნამდვილი ქრისტიანებიო და არც ევროპელები არ არიანო.
მოკლედ ისე დაჯმული ვიყავი აღარც მისმენია ამ სომეხისთვის ბევრი, არც იმ კაცის ცემის სურვილი გამჩენია, უბრალოდ შემრცხვა.
რომ მოსაღამოვდა როგორც იქნა წავედი, მაგრამ იმათ ვერ ვიგდებ თავიდან და რაღაც უსუსური, ვაი კაცი მგონია ჩემი თავი რომ ჩემი ხალხი ასე სხვის შნირად არის ქცეული და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
აღარ მინდა თურქებთან შეხვედრა, მომავალში თურქს რომ შევხვდები ვეცდები მოვერიდო :/