სოციალურ ქსელში ერთ -ერთი მომხმარებელი ირაკლი ჟვანია შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.
"არსებობს ქურდი, რომელმაც ნივთი მოიპარა, ან ფული, ან საიდუმლო...ამისთვის სასჯელიცაა განსაზღვრული კოდექსში....
არსებობენ ქურდები, რომლებიც დროს იპარავენ. ჩემსას, შენსას, ჩვენსას...
წლებს, ათწლეულებს...
და ამისთვის პასუხს არ აგებენ....
იპარავენ ქვეყნის დროს. ქვეყნის წლებს.
იპარავენ აუშენებელ ხიდებს, სახლებს, აეროპორტებს, ვენახებს, ქარხნებს, ბიუჯეტის თანხებს დახარჯულს ზურნა-დუდუკში ან სტრქსბურგის სასტუმროებში...
იპარავენ დაუხარჯავ ენერგიას და ამოუხეთქავ სიყვარულს შენი ქვეყნის...
იპარავენ დაუხატავ ტილოებს, გადაუღებელ ფილმებს, დაუწერელ პარტიტურებს თუ წიგნებს რომლებსაც დღის სინათლე უნდა ენახათ....
იპარავენ გადაწყვეტილებებს რომელიც ქვეყანამ არ მიიღო, ან კანონი რომელიც დროზე არ მივიღეთ....
მერე რა....საქართველოს ხომ ულევი საბადო აქვს დროსი, ჩვენ ხომ ბევრად მეტი დრო გვაქვს ვიდრე სინგაპურს, კორეას ან იაპონიას....ქურდებზე საჩუქებელი დრო...
დაჟინებულ მზერაზე ვსჯით.
მოპარულ და დაკარგულ წლებზე არა.
ძილი ნებისა, ჩემო ქვეყანავ...""
https://digest.pia.ge/post/172939--arsebobe...suxs-ar-ageben-