Ar-Pharazônრუსთაველზე მიტინგზე გავატარე

რას ყვირიანო, მეთქი "სისტემა უნდა დაინგრეს"
ეს ჩვენთან ვინმეს რომ წამოცდეს, ეგრევე ციხეში უკრავენ თავსო. კანონიერადო. რაღაც კანონი გვაქსო, რომლის მიხედვით მსგავსი მოწოდებები იკრძალებაო.
მერე იქვე დავსხედით პირველი სკოლის სკვერში, გვერდით პატრულის თანამშრომლები მოგვისხდნენ. მეგობრულად საუბარი გაგვიბეს, ერთი კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად. ძალიან თავაზიანები იყვნენ, მირჩევდნენ, აქ წაიყვანე სტუმარი, ის აჩვენე, ეს მოასმენინეო. ამითაც აღფრთოვანდა. ჩემი დამოკიდებულებაც დაინახა მათ მიმართ, ის რომ არ მეშინოდა და პირიქით, ყველანაირად გამოვხატე, რომ ვაფასებ მათ შრომას, ვიცი რამდენი წვალება უწევდათ იმ დღეებში, დპაირისპირებული მხარეებს შორის იდგნენ და შეძლებისდაგვარად წესრიგს იცავდნენ.
ჩემ ქვეყანაში თავისუფლად ვერ გადავაადგილდებიო, მაღაზიაში ვერ მივდივარ ფეხითო. ბრონინრებული მანქანით დავდივარ და სახლზე ათასნაირი დაცვის სისტემა და სიგნალიზაცია მიყენიაო.
თან სულ რაღაც ელანდებოდა, ვიღაც ლოთი კაცი დაბორიალობდა ეზოში, თვალი გამოგვაყოლა, ფეხზე ძლივს იდგა და ეს პანიკაში ჩავარდა, მანქანაში რომ ჩავსხედით, კარები და ფანჯრები ჩაკეტე სასწრაფოდო

ფეირვერკების ხმა საღამოს სროლის ხმა ეგონა

ნუ ეს მისი პირადი ფობიები იყო, გატაცებულ-დატერორებულია არაერთხელ თავისი საქმიანობის გამო.
თუმცა, ტურისტებისთვის მგონი მართლა არ იქნება ურიგო ქვეყანა. მაგრამ მასთან თუ ჩავედი, ალბათ მეც მის რეჟიმში მომიწევს ყოფნა