#51865633 · 20 Dec 2017, 12:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mirona
ანუ გინდა შენი შრომითი უფლებები დაიცვა? ოღონდ, იმისთვის მზად უნდა იყო, რომ გათავისუფლება შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში, მერე სასამართლოში მოგიწევს დავა.
თუ ზეგანაკვეთურს არ გიხდიან წერილობით მიმართე, მიუთითე რა ხანგრძლივობით მუშაობ, რა გევალება, რას აკეთებ, სამუშაო დროის იქით რამდენ საათს მუშაობ, და მოსთხოვე რომ ხელშეკრულების შესაბამისად გადაგიხადონ (ამ წერილის ჩაბარების ასლი შეინახე).
თუ არ შეასრულეს, ის გააკეთე რაც შინაგანაწესით და სამუშაო აღწერილობით გევალება და შეთანხმებული ხანგრძლივობით. თუ დამატებით დარჩენას მოგთხოვენ, წერილობით გააფორმებინე თუ უარს გეტყვიან არ დარჩე.
წვერის მოშვებისთვის შეუძლიათ შენიშვნა მოგცენ, ისიც თუ შინაგანაწესით ან ხელშეკრულებით გევალება გაპარსვა, ეგრევე გათავისუფლების უფლება არ აქვთ.
--------------------
- "Can a man still be brave if he's afraid?" -"That is the only time a man can be brave." © Game of Thrones
|