გამარჯობა
ვერ ვიპოვე მსგავსი თემა.
მოკლედ 1 წლის წინ იტალიაში მანქანა ვიქირავეთ. მშვიდობით დავაბრუნეთ უკან. გავიდა წელიწადზე ცოტა მეტი და დღეს საქართველოს ფოსტით (აქ ანუ თბილისში) ჯარიმა მოგვივიდა (ვიდეოჯარიმის პონტში). ვერონასკენ მიმავალ გზაზე მანტოვასთან 88 კმ-თი გაგვივლია სადღაც სადაც 70 კმ ყოფილა დაშვებული. მოკლედ წერილში წერია შეტყობინებიდან 5 დღეში თუ გადაიხდით 150 ევრომდეო. (30 % ფასდაკლებაა ამ შემთხვევაშიო

) 60 დღეში 200-მდეო. 60 დღის მერე 370 ევრო-ო.
მაინტერესებს ვისი სახელითაც ვიქირავეთ მანქანა იმას შეექმნება თუ არა გადაუხდელობის შემთხვევაში პრობლემები იტალიის (ევროკავშირის ქვეყნების) საზღვრის გადაკვეთისას მომავალში? ( -ა) გაროზგავენ, ბ)პანჩურით გამოაბრუნებენ უკან ც) საზღვარზევე გადაახდევინებენ ჯარიმას შესვლისას დ) არაფერს უზამენ)
ვარაუდი მეც შემიძლია და ლოგიკა მეც მაქვს და იმასაც ვხვდები რომ გადახდა ჯობია. მარჩიელობა არ მინდა. ვინმემ თუ იცით ზუსტად. ან მსგავსი შემთხვევა ვინმეს თუ გქონიათ.
მადლობა.
This post has been edited by Luca Brasi on 29 Dec 2017, 12:59