მართლაც, რატომ არ არის საქმეში ტრამპზე გაწეული ხარჯები?
აღძრეს საქმე იუშენკოს გამასპინძლებაზე და ტრამპი რატომ არ არის საქმის მასალებში, გეშინიათ? - სააკაშვილი
00:13 2017-07-12
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე კომენტარი გააკეთა.
„აღძრეს საქმე იუშენკოს აბანოში მომსახურებასა და მის გამასპინძლებაზე, დონალდ ტრამპი რატომ არ არის საქმის მასალებში?!“- აცხადებს სააკასვილი.
მიხეილ სააკაშვილი თქმით, ქართულ ოცნებას ანალოგიური საქმის აღძვრა საქართველოში აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გამასპინძლების თაობაზეც შეეძლო, მაგრამ ეშინია.
„გეშინიათ? ტრამპზე სჯობს, არ ვილაპარაკოთ? აბა იუშენკომ რა დააშავა? დონალდ ტრამპსაც ასევე გავუმასპინძლდით. აბანოში არ გვყოლია, მაგრამ ვაჭამეთ, ვასვით, რაც ჩემი ხელფასიდან არ გადამიხდია, სახელმწიფომ დაფარა ისევე, როგორც ფარავენ სტუმრებს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=145800-%E1%...%83%91%E1%83%90