თებერვლიდან ბაგა-ბაღები ფასიანი გახდება
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/29526-the...add=1&orderBy=1პრეზიდენტმა ჩინოვნიკებს ქამრების შემოჭრა მოსთხოვა - სახელმწიფო მოხელეებს უარი უნდა ეთქვათ ფეშენებელურ სასტუმროებში ღამის გათევაზე, უცხოეთში ვიზიტებიც უნდა შეემცირებინათ, შედარებით ნაკლებლიტრაჟიან მანქანებზე გადმომსხდარიყვნენ... ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და საბოლოოდ, ქამრებშემოჭერილი ხალხი აღმოჩნდა. გაძვირებულ გადასახადებს, დედაქალაქში ტრანსპორტის გაძვირებაც მოჰყვა, რამაც ნახევარი თბილისი შოკში ჩააგდო. ახლა კი, ჯერი ბაგა-ბაღებზე მიდგა - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან, ბაგა-ბაღები ფასიანი ხდება. ფასი, თვეში 35-80 ლარი იქნება. არადა, მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში, ძირითადად, ღარიბი ან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები დადიან. მდიდრებს ან ძიძა
-0:20
ჰყავთ დაქირავებული ან შვილი კერძო ბაღში დაჰყავთ. თუ ბაგა-ბაღი ფასიანი გახდა, ბევრი ოჯახი ბავშვის ბაღში ტარებას ვეღარც კი შეძლებს. არადა, ბევრი ოჯახისთვის ბაგა-ბაღი ბავშვის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა - კერძო საუბრებში, ბაგა-ბაღების დირექტორები და პედაგოგები ამბობენ, რომ არსებობენ ისეთი ოჯახებიც, რომლებიც ბავშვს, ძირითადად, ბაღში კვებავენ. ასეთი ოჯახების უმრავლესობას, ღატაკის სტატუსი მართალია არ აქვს, მაგრამ ძალიან უჭირთ.
პენსიები კი 2012 წლიდან 56 ლარით შემცირდა ლარის გაუფასურების გამო.
---------------------------------------
ასე აგიხდათ ყველა ოცნება ვინც ისევ ოცნებას ემხრობით.