#51934423 · 3 Jan 2018, 19:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Tocadero გაუმარჯოს,
ამ ოთხიდან ყველაზე მეტად კარგი ხარისხი სიდისა და უსბ-ის ექნება, ხოლო, ერთმანეთთან მიმართებაში თანაბარი ხარისხი თუ ორივეზე 320kbps mp3 ტრეკები იქნება ჩაწერილი. თუ არაკომპრესირებულსა და ციფრულად დაუმუშავებელ ფორმატებს ჩაწერ სიდი აჯობებს უსბ–ის, ისიც რადიკალური განსხვავება არ იქნება (საუბარია უსბ–ზე WAV ფორმატზე, ხოლო, სიდიზე ორიგინალი იმიჯის კოპიის შექმნა, დევს ასეთებიც რუტრეკერზე და სხვადასხვა ტორენტებზე). ყოველშემთხვევაში თუ 320kbps–იანი ტრეკების სმენას აპირებ უსბ და სიდი ყველა ვარიანტში, არცერთი არ ახდენს აუდიოს გადაცემის დროს შიდაკომპრესირებას და წამკითხველი მიწოდებულ ფაილებს უცვლელად უკრავს.
რაც შეეხება აუქსსა და ბლუთუზს, აუქსი სჯობს ხარისხით, აქაც უმნიშვნელოდ, ამ შემთხვევაში ტელეფონის აუდიო ჯეკის გადაცემის ხარისხს გააჩნია, რადგანაც უმეტესობა გათვლილია უბრალო ყურსასმენებზე საშუალო ხარისხის იქნება მუსიკა.
ყველაზე მთავარი კი მაინც საკუთარი მანქანის აუდიო სისტემაა, რა სიმძლავრის წამკითხველი და დინამიკები გაქვს. ხშირად არის ისე რომ 320kbps-იან mp3–ისაც კი ვერ ამოწურავს მანქანის ქარხნული ფლეერი.
|