ივნისის მზიანი, მშვიდი, ბავშვების ჟრიამულითა და გოგო-ბიჭების მტლაშა-მტლუშით დადორბლილი დღე იდგა
მეგობარს კაიყმობის ხელი გავუწოდე და ბიძამისს მაღაზიაში სანტექნიკის დამონტაჟებაში ვეხმარებოდი
(თვითონ დაბდღეზე წავიდა რა ენაღვლებოდა) ...
საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია ქალაქ ბათუმში, ცენტრიდან მოშორებით ერთ-ერთ ქუჩაზე "ახალი ბულვარისკენ", სადაც ნაკლებად გაუცხოებულია ხალხი ერთურთისაგან. ბოლოს საღამომდე შემოვრჩი ბიძამისთან, კაი პურიმჭამელ კაცთან ერთად ცარიელ შენობაში. არც არსად მეჩქარებოდა - დავიჭერდი ხელში ე.წ "უთოს" და წყლის მილების შედუღებაში ვეხმარებოდი. იქნებ კამიურ მერსოს განსხეულებაც ვარ, ჩორტ ევო ზნაეტ...

გარეთ, ქვაფენილზე პატარა ბიჭი ზის , თავგადაპარსულია, საფეხბურთო სამოსი ჩაუცვამს
(ამ მაღაზიასთან ყოველთვის იყო ხალხმრავლობა, რადგან წრიულთან, პირდაპირ ავტობუსის გაჩერებასთანაა).
ძალაუნებურად იპყრობს ჩემს ყურადღებას იმ სიმღერით, რომელიც ბავშვობიდ ძლიერ მომწონდა და უდარდელად უბერავს
"ია, ია , ია, გაზაფხულის ყვავილიააააა"
ამ დროს კი შემოუბრუნდა მის წინ სამარშრუტო ტაქსის მომლოდინე შუახნის მზექალა და უცერემონიოდ მიახალა:
"შე თავხედო ვერ მხედავ ამხელა მზექალას აქ რო ვდაგავარ (აქ უკვე ბიძაჩემიც შეშფოთებით მიყურებს - ავტორის შენიშვნა) , რატო გიხარია ცხოვრება , რატო ხარ ბედნიერი როცა მე წლებია არავის გავუშპაკლივარ ჯორივით"
მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო...
კი, ცოტა გავაფერადე.
ნაცრისფერი აურა დამყვება ამ ბოლოს და აბა სულ ნაცრისფერს მტერმა უყურა

...............................................
დიდი მადლობა
.........
https://www.youtube.com/watch?v=aGSKrC7dGcY.
მამუკა მქვია. გოგო არ ვარ ნუ მკერავ.