გილოცავთ ყველაფერს ერთად
მოდერ ცოტა ხნით იყოს რა აქ ბევრი ხალხი ნახავს
მოკლედ მაქვს ასეთი პრობლემა
როდესაც მანქანას დავქოქავ და გაზს მივცემ მესმის წყლის ჩხრიალი სადღაც ახლოდან. 3-4 გაზის მიცემის შემდეგ ჩერდება
მომენტებში ფეჩი გრილს უბერავს (არა ცივს). ხანდახან როცა ფეჩი 0 ზე მიყენია უცებ დაიღმუილებს მთელი ძალით დაუბერავს და მერე ისევ გაჩერდება

როცა ამ წყლის ჩხრიალის დროს გაზს აძლევ ბოლავს უკნიდან საშინლად თეთრად, იმენა ბურუსს აყენებს
წყალი იკარგება ბლომად ( არ გასდის არსად)
სანამ ცივია მანქანა კარგად მუშაობს. როც კარგად გაცხელდება უკვე გაწევა ეკარგება, დაქოქვაც უჭირს და ხანდახან აბაროტებს ვერ იჭერს ქვრება...
რაც ეს ყველაფერი დაიწყო გაზზე გაწევა ძალიან მოკლებული აქვს, ბენზინზე არა.
ჩემი პირველი ეჭვია პრაკლატკა
მაგრამ ტემპერატურა სულ ნორმაშია, არ იწევს
თან ეს წყილს ჩხრიალიც რაღAც აშკარად სხვაა
მოკლედ გისმენთ
This post has been edited by Official on 2 Jan 2018, 22:34