დავუარე კარდაკარა ანუ წინასაარჩევნო შთაბეჭდილებები:
კარდაკარები წინასაარჩევო სააგიტაციოდ აბსოლიტური უაზრობაა,
მაგრამ თუ ხელმოწერების შეგროვებაა საჭირო და რომელიმე უბანზე
ზოგადი ფონის ნახვა საკმაოდ საინტერესო და უმოკლესი გზაა...მართალია
რეგისტრაციისთვის უსუფაშვილის მხარდმაჭერ ჯგუფს "კარდაკარ" არ გამოუცხადებია,
მაგრამა არ დავიზარე თან ჯერ არც ისე ბებერი ვარ და არც ისე ცნობადი და "დავუარე კარდაკარა"...შევარჩიე საბურთალო...მოზრდილი კორპუსები რომ ადვილად დამევლო.
დღე კვირა(ანუ დღეს). საათი 17:30-20:00 სადღაც 2-3 საათში მაქსიმუმ 150 ბინა.
ამ 150 დან სადღაც 80 აღმოჩნდა დაკეტილი (არავინ გააღო)..20მდე ან მოხუცი ბებო
იყო ან არ ჰქონდა პირადობა/არიცოდა ნომერი..
მხოლოდ 1 მა აგინა წარსულ არსებულდა მომავალ ხელისუფლებას. 3მმა უსუფასვილს
გამოუცხადა კატეგორიული უარი...დანარჩენმა უბრალოდ უარი..იყო ნაწილი (მათ შორის ახალგაზრდები) რომლემაც საერთოდ ვერ გაიგო რაზე იყო საუბარი..არ ვიცი ეს
აბსოლიტური იდიოტზმი და წაკიტხულიდან (წავაკიტხე რაც წერია მხარდამჭერ
ფურცელზე) აზრის ვერ გამოტანა კარგია თუ ცუდი... მოკლედ შეგროვდა 15
ხელმოწერა (ჩემი თავიც მივათვალე

)....ახლა წარმოიდგიბეთ სიაში რომაა
პრეზიდენტობის მსურველი რომელსაც ნათესავებიც კი რომ არ იცნობენ წესიერად
როგორ უნდა მოეგროვებინა(და ზოგს უკვე აქვს "შექუჩებული") 50 000 ხელმოწერა...
ესაა ბლეფი..ისეთი ზოგადეროვნული ტყუილი როგორიცაა მაგ. თოვლის პაპა--ყველამ
რომ იცის, ტომ ტყუილია და მაინც ჯიტად რომ იმეორებენ მოდისო

.....გამოსავალი? მხრადრამჭერთა მხარდაჭერის გამოხატვა ისევე როგორც თვად არჩევნები უნდა იყოს ელექტრონული/ბიომეტრული....ლოტოს გათამაშება თუ შეიძლება ნებისმიერი "ბუტკიდან" ცერი თითის და პირადი ნომრის გაგზავნაც უნდა იყოსწესით შესაძლებელი
პ.ს.
ერთი პრეზიდენტობის კანდიდატიც შემხვდა

..
ვერ ვიცანი თავიდან..ტრუსიკში არ მყავდა ტვ-ში ნანახი

...
მოუწერა ხელი უსუფაშვილს