მითი ჩინური ტექნიკის უხარისხობასთან დაკავშირებით საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, ადამიანების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ თავს იკავებს და უარს ამბობს ჩინეთში დამზადებულ ტელეფონებზე. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბოლო რამოდენიმე წელია სიტუაცია შეიცვალა, როგორც ყველგან ისე ჩინეთის ბაზარზე კონკურენციამ მოიმატა, გაიზარდა მწარმოებელი კომპანიების რიცხვი, შესაბამისად გაუმჯობესდა დამზადებული პროდუქციის ხარისხი.
მისაღებ ფასთან შესაბამისი კარგი ტექნიკური მახასიათებლები როგორც წესი ჩინური სმარტფონების სავიზიტო ბარათად ითვლება. მოდელების ძირითადი ნაწილი 2 სიმ-ბარათზეა გათვლილი, აქვს საკმაოდ მაღალი ხარისხის კამერა და 5-6 ინჩამდე მაღალი გაფართოვების ეკრანი. ელემენტის მოცულობა კი თქვენს მიერ არჩეულ მოდელზე იქნება დამოკიდებული.
ჩინური ტელეფონების ბაზარზე გაყიდვებით ლიდერობენ ისეთი ბრენდები როგორებიც არიან Xiaomi, Huawei, Lenovo, OnePlus და Meizu. მათი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დიზაინის მეტი დახვეწილობით.
რაც შეეხება შედარებით ნაკლებად ცნობად ბრენდებს, მათი მთავარი პლიუსი გაცილებით უფრო დაბალი ფასია, მათი უმეტესობა კონცეტრირებულია ბიუჯეტური სმარტფონების წარმოებაზე.
ვინც გადაწყვეტთ ჩინური ტელეფონის გამოწერას შემეხმიანეთ და მაქსიმალურად დაგეხმარებით აგარჩევინოთ თქვენთვის შესაბამისი სპეციფიკაციების სმარტფონი შეღავათიან ფასად. გადახდილ ფასში გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტირებისა და საბაჟოს ხარჯები (300 ლარზე ზევით ღირებულების ტექნიკაზე).
პირველ მყიდველი დასაჩუქრდება 10$ ვაუჩერით
►►►► ამ ეტაპზე გასაყიდად მაქვს ბიუჯეტური სეგმენტის წარმომადგენელი - Uhans MX - ფასი 210 ლარი
2017 წლის მოდელი, თითის ანაბეჭდის სენსორით. ტელეფონი ახალია, ჩართულია მხოლოდ შემოწმების მიზნით, აკვრია თავისი ქარხნული პარკები.
სმარტფონს სრულ კომპლექტაციასთან ერთად დაკრული აქვს ბრონი, ხოლო ერთი დამატებით საჩუქრად მოყვება.
სპეციფიკაციების დეტალურად გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ მწარმოებელის საიტს:
http://uhans.cc/index.php/Design/design.html?id=35