მესტიის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც ცეცლსასროლი იარაღით მოკლეს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო
16:43 25-12-2017
მესტიის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც ცეცლსასროლი იარაღით მოკლეს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო მესტიის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც დღეს შუადღეზე მოკლეს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერ დეპუტატ ლომარ ნიგურიანს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან სავარაუდოდ მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა.
„სვანეთში ენმ-ის რაიონული თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ავტომატით ჩაცხრილეს. ჩვეულებრივი კატასტროფა ხდება - როცა უნდათ მოგკლავენ“, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...nomeri-iyo.html საგამოძიებო უწყებისთვის მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია
17:03 25-12-2017
საგამოძიებო უწყებისთვის მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 1978 წელს დაბადებული მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ. ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...a-cnobilia.htmlრახდება მესტიაში?
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“