საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქართველის დაჭრაშია ეჭვმიტანილი
ფრანგმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ლონჟედუას დასახლებაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში საქართველოს მეორე მოქალაქის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.
წინასწარი ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები ერთმანეთს დაუპირისპირნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა. 33 წლის დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტის შემდეგ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი ძებნა მთელი ღამის განმავლობაში, კინოლოგების დახმარებით მიმდინარეობდა.
უხ თქვენ გენაცვალეთ ქართველნო
უხ, სუფრა, ღვინო, ქალები დუდუკი
იფ იფ
In modern war... you will die like a dog for no good reason.