ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა.
„21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე“.
დღეს უკვე შეკრულია პროექტი, რომელშიც, ქართულ კომპანიებთან ერთად, არიან ამერიკული საინჟინრო კომპანია "კონტი", ასევე, პორტის ოპერატორი და ინვესტორია მსოფლიო გიგანტი, სიეტლის პორტის მენეჯერი SSA Marine; ინვესტორები უზბეკეთიდან და ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან. პრემიერ-მინისტრი პროექტში ყველა ქვეყნის ჩართულობას მიესალმა.
"ამ ადგილას ევროპა ხვდება აზიას, ეს არის ყველაზე მთავარი. საქართველო წარმოჩინდება მსოფლიო მასშტაბით, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის, სტაბილურობისა და მშვიდობის ქვეყანა. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო მთელს საქართველოს და ჩვენს ყველა მეგობარს, ვინაიდან, დღეს ამ ადგილას ახალი საქართველო იწყება, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
"უპირველეს ყოვლისა, პორტი უნიკალური პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პორტი აბრეშუმის გზის რუკაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას. ეს პორტი, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, მიიღოს ყველაზე დიდი გემები და, აქედან გამომდინარე, ფეხი აუწყოს საკონტეინერო თუ სხვა გადაზიდვების იმ მზარდ დინამიკას, რომელსაც რეგიონში აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ეს პორტი საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მცხოვრებლებს, სრულიად სხვა შესაძლებლობები გაიჩინონ საკუთარი ბიზნესისთვის, წამოიწყონ სრულიად ახალი საქმე. უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესში, ხოლო შემდეგ, დღეს ძნელიც კია, გამოვთვალოთ ის ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე, რომელსაც ეს პორტი მოიტანს. ეს არის რეალობა, აქ არაფერია გადაჭარბებული. ამ პორტის გარშემო, რამდენიმე ათასი ჰექტარი განვითარდება, როგორც საწარმოო, სასაწყობე, ლოგისტიკური და რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ახალი ზონა.
რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესში
რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესში
რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესში
ამ პორტის გარშემო, რამდენიმე ათასი ჰექტარი განვითარდება, როგორც საწარმოო, სასაწყობე, ლოგისტიკური და რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ახალი ზონა.
ამ პორტის გარშემო, რამდენიმე ათასი ჰექტარი განვითარდება, როგორც საწარმოო, სასაწყობე, ლოგისტიკური და რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ახალი ზონა.
ამ პორტის გარშემო, რამდენიმე ათასი ჰექტარი განვითარდება, როგორც საწარმოო, სასაწყობე, ლოგისტიკური და რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ახალი ზონა.

ესე იგი როგორ წვალობს გიორგი-ბრეჟნევი რომ ქალაქი არ დაარქვას და არ ახსენოს...."საცხოვრებელი ზონაო" ბიჯოუ ათეულათასობით ადამიანთა "საცხოვრებელი ზონაო"...ქოცური ლინგვისტიკის შედევრია ოღონდ ქალაქი არ დაერქვასო ეგრე ხო მიშას რომ დავცინოდით მანდ ქალაქი როგორ აშენდებაო ეგ მოაგონდება ხალხსო...
ფი .სი ისინი სად არიან ათასობით ადამიანს საიდან მოიყვანთო და თან რო უხაროდათ ქართული ქალაქი ლაზიკა არ აშენდებაო?