პოლიტიკური ხდება მოღვაწე,
ქისაში ეულ ათთეთრიანით,
თანდათან აღწევს ნანატრ სიმაძღრეს,
საჭირო წრესთან მოქნილ-ჭკვიანი.
პოლიტიკური ხდება მოღვაწე,
გთხოვთ,ავანსებო-წრფელო,ჯანსაღო,
ჯერ დავაკვირდეთ თვე რამდენიმე,
არ ღირს,წინასწარ მკაცრად განსაჯო.
პოლიტიკური ხდება მოღვაწე,
მხოლოდ ნომერი ერთ თხელ ფურცელზე,
თბილ კაბინეტში,რბილ სავარძელში,
ვერ დარდობს მუშის მშიერ მუცელზე.

აი იქ რა ხომ გახსოვთ არა იმ წრფეზე მაშინ რომ მითხარი,ადი მიდი მიეხმარეო,შენს გარეშე ვერ შეძლებენო...
ოცნებამ კიდევ რაღა პირდაპირ 16-ე საუკუნეში დაგვაბრუნა,გეთქვათ, 2006 წლის გაჩერებასთან ახლოს რომ მივიდოდით და ჩამოვიდოდი სამუდამოდ...ეს უკვე არავის ბრალი არაა,მე დავბერდი...