გაიხარე

იმედია მალე ჩვენივე მანქანების ფოტოებსაც შევმატებთ ამ თემას

ახლა კიდევ ერთ რუსულ ლეგენდაზე დავწერ ცოტას.
Gaz M21 Volga
ეს მანქანა ყოველი საბჭოტა ავტომოყვარულის ოცბნებად ითვლებოდა 60ან წლებში
ამბობენ, რომ მოპარული მოდელიაო და მართლაც წააგავს რაღაც რაღაცეებს. მაგაითად ფორდის ერთ ერთ მოდელს, მაგრამ მაინც რჩება ლეგენდად თავისი ირმით

ავტომობილი გამოდიოდა 1956-1970 წლებში.
იგი 4 ცილინდრიანი 2.5 ძრავით იყო აღჭურვილი და გამოიმუშავებდა 75 ცხენისძალას. რაც წინამორბედის ძრავს ბევრად სჯობდა, პობედას 2.1 და 52 ცხეისძალა ჰქონდა.
გადაცემათა კოლოფი 3 წინა და ერთიც უკანსვლა ჰქონდა. აგრეთვე გამოდიოდა ავტომატური გადაცემათა კოლოფითაც, რომელმაც ვერ გაამართლა და მალევე მოხსნეს კონვეირიდან.
გამოდიოდა სედანი, უნივერსალი და ფურგონი.
მისი გარეგნული მახასიათებლები დროთა განმავლობაში იცვლებოდა უმნიშვნელოდ.
1956-58 წლებში რადიატორის ბადეზე ვარსკვლავი ამშვენებდა და უკანა ფარები ნიკელის არშიით იყო შელამაზებული.
1958-62 წლებში წინა რადიატორის ბადე შეიცვალა ფართე საჰაეროებით ხოლო უკანა ფარებს დაემატა მრგვალი ამრეკლები.
1962-70 წლებში მანქანამ საბოლოოსახე მიიღო. შეიცვალა "შიტოკები", რადიატორის ბადე, უკანა ფარებს ნიკელი მოაშორეს და საბარგულის ცენტრშო მოთავსებული ნიკელის ფორმაც კი შეცვალეს.
აგრეთვე გამოდიოდა V8 ტიპის მოტორით Gaz M23 Volga
უნივერსალი კი Gaz M22 Volga იყო
ავტომობილი გამოდიოდა რამდენიმე მოდიფიკაციით. იყო მარჯვენა საჭიანი მოდელიც. პირველად USSR ის ისტორიაში.
ახლა ფოტოები:
1956-58



1958-62


ფარს დაემატა მრგვალი ცილინდრისებური ამრეკლი

მხოლოდ 58-62 წლებში გამოდიოდა მოკლე სახურავის კარნიზით. პირველ ფოტოზეა.

1962-70




ფარმა ასეთი სახე მიიღო

ესეც უნივერსალი Gaz M22 Volga