საკმაოდ სევდიანი სანახაობები დამხვდა...
თავისუფლების გამზირისკენ დიდი ხანი არ გავსულვარ და დღეს მომიწია რაღაც საქმეზე გასვლა.
პარლამენტის შენობასთან ათასი ჯიშის ხალხი ირეოდა. ასევე მრავლად მესმოდა ამგვარი ფრაზები: "იიიი აქანე იქანე" "ქაLო შენ გეყურებააა" "ახLა პროსტო სიმონ" და ა.შ. (კუთხურ საუბარს ხიბლი აქვს რაიონში).
მერე ხალხს შევავლე თვალი. პარლამენტის წინ რაღაც პატარა ყინულის მოედანია გაკეთებული და პატარები ციგურებზე სრიალებდნენ. იქვე ფონად ეს მუსიკა იყო ჩართული:
ამ მუსიკის ფონზე კი მშობლების და დიდების გატანჯულ-უფულო გამომეტყველებები სატირულ ატმოსფეროს ქმნიდა. დედები, რომლებმაც ბოლო კაპიკები გაიღეს რომ მათი შვილი/შვილიშვილი ციგურებზე დაეყენებინა და ბავშვი გაეხარებინათ. ბავშვის დასანახად იღიმოდა, მაგრამ სახის მეორე ნაწილი გატანჯულობას ვერ მალავდა. დაახლოებით ისეთი სახეები ჰქონდათ ჰარისონ ფორდს რომ აქვს ხოლმე. იხ. ფოტო:

მერე შევიარე H&M-ში და იმენა ზედახორა დამხვდა. ალბათ ხალხი იმენა სპეციალურად H&M-ის შენობის სანახავად ექსკურსიაზე დადის
სალაროსთან კილომეტრიანი რიგები. ეს რაიონებიდან ჩამოსულები კლეჩატებიანი დიდი "სუმკებით" იდგნენ რიგში.
ვიფიქრე სხვა მაღაზიებსაც შევუვლი თქო. იქვე გაწელილი ტრაკში პერო დიალოგს მოვკარი ყური: "აუ H&M-ში შევიდეც წამიიიიით" "აუ H&M არ მიხსენოოოო. იმენა მძუუუუულს".
მოკლედ გამოვედი გარეთ და წავედი ჩემს საქმეზე ბედნიერი სახით